შოუბიზნესი "ქუჩის ბიჭების" გრანდიოზული კონცერტი "ჯინო-ფერედაისში" 2014, 14 სექტემბერი, 1:15 "ჯინო-ფერედაისის" და საპროდიუსერო კომპანია "ვარსკვლავების" ერთობლივი ძალებით 13 სექტემბერს ბევრჯერ "წლის საუკეთესო ჯგუფის" "მეგას" მფლობელი - "ქუჩის ბიჭები" თავიანთ ერთგულ მსმენელს შეხვდა და ულამაზესი საღამო აჩუქა მაყურებელს.
განსაკუთრებული გარემო, ტალღოვანი აუზი, ჯაკუზები, ბარი, კოქტეილი, გრილი ამინდი, ხარისხიანი გახმოვანება და განათება და რაც მთავარია - ხარისხიანი მუსიკა და მონატრებული ქართველი მსმენელი. "ქუჩის ბიჭებს" გურამ ლომიძის დანაკლისი (რომელიც საქართველოში არ იმყოფება) გელა გნოლიძემ შეუვსო, რომელმაც თავისმხრივ ჯერ წინა დღეს აჩუქა მსმენელს უმაგრესი ივენთი და მერე კი, "ქუჩის ბიჭების" საღამოს ლამაზად და ორგანიზებულად მართვას მოაბა თავი. მაყურებელს შორის "ჯინომ" თავისი საჩუქრები - უფასო მომსახურების ვაუჩერები გაათამაშა და რამდენიმე მათგანი, მომავალში "ჯინოში" დასწრების და დასვენების უფლებითაც დააჯილდოვა. საბოლოო ჯამში საღამო დი ჯეი ბალუმ დახურა უმაგრესი დისკო-მიქსით და მსმენელი და მაყურებელიც მალე შეხვედრის სურვილით შუაღამისას დაიშალა. 96 2-ს მოსწონს
|