ფილოსოფია უიღბლო და უბედური ადამიანების 7 საერთო მახასიათებელი 2014, 12 სექტემბერი, 13:10 1. სრულყოფილებისაკენ სწრაფვა. თითქოს ამაში ცუდი არაფერია, რომ ადამიანს უნდოდეს, იყოს სრულყოფილი, მაგრამ ყველამ ვიცით რომ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ. ეს სურვილი მხოლოდ და მხოლოდ მათ ფსიქიკას ანგრევს, რადგამ ისინი ისწრაფვიან ყოველივე საუკეთესოსკენ, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაქსიმალისტები ყველაზე უბედურ ხალხად არიან მიჩნეული, რადგან ისინი კმაყოფილებას ყველაზე იშვიათად განიცდიან. შესაბამისად, როდესაც ისინი ცხოვრებისგან მიღებულს არასდროს აფასებენ, მათი ბედნიერი წუთებიც ცხოვრებაში ძალიან ცოტაა. 2. ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ყოველთვის რაღაცით არიან უკმაყოფილოები. ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ის ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიური ირთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ბედნიერები, როდესაც მუდმივად ცხოვრების უარყოფით მხარეებს ვიგებთ? კარგი იქნება, ასეთ ადამიანებთან ხშირი კონტაქტი არ გვქონდეს, ან მათ მიერ მიღებული ინფორმაცია მალევე განვდევნოთ გონებიდან. 3. მუდმივი ფიქრები წარსულზე და მომავალზე, ნაცვლად აწმყოსი. "აქ და ახლა!" დაიმახსოვრეთ და ამ პრინციპით იცხოვრეთ, რადგან ჩვენ ვერც წარსულში მომხდარ უარყოფით ფაქტებს შევცვლით და ვერც მომავალს მოვიწყობთ, თუ აწმყოში, ეხლა, მოცემული მომენტისთვის არ გადავდგამთ სწორ ნაბიჯს. 4. საკუთარი ცხოვრების სხვის ცხოვრებასთან შედარება. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავისი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით. შესაბამისად, თითოეული მათგანი საკუთარ ცხოვრებას თავად წარმართავს საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. სხვასთან შედარება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ფსიქიკას ანგრევს და წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს, იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ვიღაც გვჯობდეს. თითოეული მათგანი უნიკალურია!!! 5. ცხოვრების ნეგატიურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება. ეს თვისებაც ფსიქოლოგიასთან არის კავშირში. თუ ჩვენ მუდმივად კარგზე ვიფიქრებთ და ცუდშიც კი დადებითს დავინახავთ კარგი მომავლის იმედით, ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება. მთავარია განწყობა. ყოველ წუთას იმის გამეორება, რომ რაღაც არ გამოგვდის, ცუდია და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენს ცნობიერში ილექება და თავადვე ვეგუებით იმ ფაქტს, რომ ყველაფერი ცუდად უნდა იყოს ჩვენთან. 6. გარშემომყოფების აზრზე დამოკიდებულება. ეს ჩვენს განვითარებას ყველაზე მეტად უშლის ხელს, რადგან როგორც არ უნდა მოვიქცეთ, უარყოფითს ყოველთვის იპოვის ერთი ადამიანი მაინც ჩვენს საქციელში. ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ჩვენ გვსურს და არა გარშემომყოფებს. საზოგადოება არაერთგვაროვანია. 7. ცხოვრების გართულება. დაივიწყეთ „თუ“! ჩვენ ყველაფერს ადვილად მივაღწევთ, როდესაც ცხოვრებას მარტივი თვალით შევხედავთ. რთული და მიუღწეველი არაფერია. ცხოვრების გართულებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს შესაძლებლობებს ვაკნინებთ და თავადვე ვაიძულებთ საკუთარ თავს, უკან დავიხიოთ რაღაცის შიშით. შესაბამისად, თუ შიშის გამო ნაბიჯს არ გადავდგამთ, არც არაფერი გამოვა და ცხოვრება მართლაც გართულდება. 854 6-ს მოსწონს
|