x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იდუმალებით მოსილი ისტორიები:"მკვლელობა ნაჯახით ვილსკეში","სმაილი,მკვლელების თეორია" და "ატუკას წყევლა"
1-მკვლელობა ნაჯახით ვილსკეში-ეს სასტიკი მკვლელობა XX საუკუნის დასაწყისში მოხდა და დღემდე გაუხსნელია.


1912 წლის 9 ივნისს ვილსკეში(შტატი აიოვა)მურის ოჯახმა სრული შემადგენლობით, მეზობლის 2 ბავშვთან ერთად მიიღო მონაწილეობა საბავშვო ზეიმში, რომელიც პრესტვირანიულ ეკლესიაში გაიმართა და იმავე საღამოს სახლში დაბრუნდნენ.

image


















მეორე დღეს, როდესაც მეზობლები მათ სახლში შევიდნენ(იმიტომ, რომ დიდხანს არ იღვიძებდნენ და დაეჭვდნენ).


საშინელი სურათი დახვდათ.8 ადამიანი, ცოლ-ქმარი, 11 წლის ჰერმანი, 7 წლის ბოიდი, 5 წლის პოლი, ერთი წლის კეტრინი და ორი მეზობლის გოგონა ლინა და აინა სტილინჯერები ნაჯახით აჩეხილები იწვნენ საკუთარ საწოლებში.

image




































პოლიცია დიდხანს იკვლევდა მკვლელობის ფაქტს.ეჭვმიტანილის კანდიდატი მრავალი ადამიანი იყო. შემთხვევით გავლილი მაწანწალათი დაწყებული და სერიული მკვლელით დამთავრებული.

ეჭვმიტანილი იყო მურის კონკურენტი ბიზნესმენიც. ნათესავიც, რომელსაც საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ჯოზი მურთან, თუმცა მან დაამტკიცა თავის უდანაშაულობა.

image













ეჭვმიტანილი იყო ეკლესიის მღვდელთმსახურიც, ჯორჯ კელი, რომელიც იმ საღამოს ასრულებდა საეკლესიო მსახურებას ვილსკეში.იგი ორჯერ გაასამართლეს, პირველ შემთხვევაში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, ხოლო მეორედ იგი გაამართლეს.


image









































სავარაუდოდ დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელი შესაძლოა ყოფილიყო "შეშისმჭრელი ნიუ-ორლეანიდან", სერიული მკვლელი 1918-19 წლებში, რომელიც შიშის ზარს სცემდა ლუიზიანის შტატის მაცხოვრებლებს.




2-"სმაილი", მკვლელების თეორია"-1997 წელს 40 ახალგაზრდა მოკლეს, მათი ასაკი 19-იდან 24 წლამდე მერყეობდა.ყოველ გვამთან, იქვე კედელზე, პოლიცია პოულობდა სმაილის გამოსახულებას.

image



















ეს შეიძლება სერიული მკვლელის დამახასიათებელი ნიშანი ყოფილიყო, მაგრამ გეოგრაფია იმდენად ფართო იყო, რომ პოლიცია ჩიხში შევიდა.

გვამებს ნახულობდნენ მინესოტაში, აიოვაში, ნიუ-იორკში და კიდევ 8 სხვა შტატში.აღსანიშავია, რომ 9 მსხვერპლი ლა-კროსის უნივერსიტეტში სწავლობდა(შტატი ვინკონსინი)

image














ჯონ შოსტაკი მოკლული იპოვეს, იქვე ახლოს სმაილი იყო დახატული.



მსხვერპლის უმეტესობა წყალში იყო დახრჩობილი, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოძიებას.წყალი ანადგურებს მრავალ მტკიცებულებას, როგორებიცაა თითის ანაბეჭდი ან დნმ-ს ანალიზი.

image





















დეტექტივი კევინ გენონი ვარაუდობს, რომ ბიჭებს იტაცებენ ბარიდან, ახრჩობენ წყალში, რომ მტკიცებულებების კვალი წაშალონ, ხოლო "სმაილი" ერთგვარი გზავნილია, რომ მკვლელები კმაყოფილები არიან თავის საქციელით და დარწმუნებულები არიან, რომ დაუსჯელები დარჩებიან.

image






















დეტექტივებმა მკვლელობების ადგილების რუკა შეადგინეს.(1997-2008)

image















3-ატუკას წყევლა-ზოგიერთ კონოფილმს, როგორებიცაა "პოლტერგეისტი" და "როზმარის ბავშვი" თითქოს წყევლამ უწია, -ამ ფილმების გადამღები ჯგუფის ბევრი წევრი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.


დღესდღეობით თითქმის მივიწყებულია "შეუდარებელი ატუკას" ისტორია.1963 წლის რომანი, ესკიმოსის თავგადასავალზე, რომელიც თანამედროვე მეგაპოლისში მოხვდება.

30 წელზე მეტია ამ ნაწარმოების მიხედვით სურთ ფილმის გადაღება, თუმცა რაღაც ზებუნებრივი ძალები ამას ხელს უშლიან.

image



































ჯონ ბელუშის, რომელსაც 1980-იანი წლების დასაწყისში მთავარი როლი უნდა შეესრულებინა გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით.ის 33 წლის იყო.

image




















38 წლის კომიკოსი სემ კინისონი, რომელსაც ატუკას როლზე მოსინჯეს, გარდაიცვალა ავტოავარიაში.image



















ჯონ კენდი, მორიგი ატუკას როლის შემსრულებელი გულის შეტევით დაიღუპა 43 წლის ასაკში.

image

















შემდეგი მსხვერპლი კრის ფარლი იყო, მან ბელუშის ბედი გაიზიარა, ისიც 33 წლის იყო.

image



















ცუდი აურა იმათაც მიწვდა, ვინც უბრალოდ სცენარი წაიკითხა.მაგალითად მწერალი და სცენარისტი მაიკლ ო'დონოჰიუ ინსულტით გარდაიცვალა 54 წლის ასაკში, ხოლო მსახიობი ფილ ჰარტმანი საკუთარმა ცოლმა მოკლა.


ამჟამად ფილმის გადაღების სტადია იმავე მდგომარეობაშია, როგორც 30 წლის წინათ იყო.

0
138
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0