მხატვრობა როგორ გამოვიცნოთ ცნობილი მხატვრების ნამუშევრები - სახალისო კრიტერიუმები 2014, 12 სექტემბერი, 11:51 ამასწინათ ინტერნეტში ერთ სახალისო სტატიას წავაწყდი. სამხატვრო აკადემიის (რა თქმა უნდა არა საქართველოს) ყოფილი სტუდენტი იხსენებდა როგორი "მაღალმხატვრული" კრიტერიუმები შეიმუშავეს მან და მისმა კურსელებმა გამოცდებზე ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოსაცნობად. მაშ ასე, როგორ ამოვიცნოთ ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნახატი. 1. თუ ნახატზე მუქ ფონს და ტანჯულ სახეებს ხედავ, ეს ტიციანია! გამონაკლისს წარმოადგენს ეს შიშველი არსება ყოველგვარი აზრისგან დაცლილი სახით. 2. თუ ნახატზე შიშველი, ცელულიტიანი ქალები თუ კაცები ჩანან, დიდი ალბათობაა, რომ საქმე რუბენსთან გვაქვს. 3. თუ სურათზე კაცები ხუჭუჭა, მრგვალთვალება ქალებს, ან სულად "გეის" გვანან, ეს სავარაუდოდ კარავაჯო იქნება. 4. თუ ნახატზე უამრავი პატარა ადამიანია, ეს ბრეიგელია. 5. თუ უამრავ პატარა ადამიანს, უამრავი გამოუცნობი პატარა საგანიც ემატება, საქმე ბოსხთან გვექნება. 6. თუ ადამიანები ღამე, ფანარის უჟმური განათების ფონზე ბომჟებივით გამოიყურებიან, საქმე რემბრანდტთან გვაქვს. 7. გამომშრალი კულტურისტებივით სხეულის მქონე ადამიანები მიქელანჯელოზე მიანიშნებს. 8. ხედავ ბალერინას - ამბობ დეგას. ამბობ დეგას - ხედავ ბალერინას. 9. დაბოლოს, თუ ყველა, ქალებიც კი პუტინს გვანან, თქვენ წინ ნამდვილად იან ვან ეიკია. აი, ასეთი "მარტივი" ყოფილა გენიალური ნამუშევრების გარჩევა... 475 3-ს მოსწონს
|