კინო ფილმები, რომლებიც შეგაშფოთებთ . . . 2012, 14 მაისი, 23:14 წარმოგინგენთ 13 აკრძალულ ფილმს, რომლებმაც გამოსვისთანავე დიდი ზეგავლენა იქონიეს საზოგადოებაზე და რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა კიდეც .ზოგიერთი ასევე პოლიტიკური მიზეზითაც . 13.ერის დაბადება (Original title : The birth of a Nation 1915) The birth of a nation 1915 წელს გადაღებული ჩუმი კინო, რომელიც ეხება ამერიკის სამოქალაქო ომს.ფილმი იყო კომერციული წარმატება. თუმცა მასში იყო კუკლუს კლანის მოქმედებანი და აფრო-ამერიკელების( თამაშობდნენ თეთრი მამაკაცები შავკანიანებად გადაცმული) სექსუალური აგრესია თეთრკანიანი ქალების მიმართ. ეს ფილმი გამოსვლისთანავე აიკრძალა ბოსტონში და ფილადელპიაში და სხვა ქალაქებში ფილმის ტრეილერი : 12. მექანიკური ფორთოხალი (original title: Clockwork Orange 1971) ფილმში წარმოდგენილია ახლგაზრდების შორის დანაშაულის ჩადენის მიზეზების ამომწურავი ანალიზი, ახალი თაობის ჩვეული მორალურ ღირსებების მიმართ აუტანლობა და თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების განრიგი. მოზარდების ბანდის დაუნდობელი ლიდერი, რომელსაც არა ერთი მკვლელობა და გაუპატიურება აქვს ჩადენილი ციხეში ხვდება და სპეციალურ დამუშავებას ექვემდებარება გონებაში არსებული ძალადობის მიმართ მიდრეკილების ჩასაქრობად.მაგრამ ციხის კარის მიღმა არსებული ცხოვრება ისეთია, რომ ზომები, რომლებიც მიღებულია 'სასტიკი ხასიათის გამოსასწორებლად' ვერაფერს ცვლის. ეს ფილმი აიკრძალა დიდ ბრიტანეთში და აშშ-ს რამდენიმე შტატში, ფილმში ასახული ძალადაბობის და გაუპატიურების სცენების გამო. ფილმის ტრეილერი 11.კალიგულა ( original title: Caligola 1979) ეპიკური ფილმი ძველებური რომი იმპერატორის კალიგულას მართველობაზე, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც უზასღვროდ სასტიკი, ცბიერი და ცოდვილი ადამიანი... გამოსვლისას ფილმი დაიბლოკა დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. ფილმი შეიცავს:ორგიის, ჰომოსექსუალიზმის, მასტურბაციის, კასტრაციის კადრებს . ფილმის ტრეილერი 10. მრავალფეხა ადამიანი ( original title: The Human Centipede 2009) ბევრი აღიარებს, რომ ეს ფილმი ყველაზე შემზარავ ფილმთა შორის საპატიო ადგილს დაიკავებდა. პირველი ნაწილი 2009 წელს გამოვიდა, მისი მოკლე აღწერა ასე გამოიყურება: ორი სიმპატიური ამერიკელი გოგონა ლინდსი და ჯენი მოგზაურობენ ავტომობილით ევროპაში. ერთ ღამეს გზაზე სადღაც გერმანიის ტყეში მათ ბორბალი გაუსკდებათ და დახმარების ძებნისას ისინი მიტოვებულ სახლს წააწყდებიან, რომლის პატრონი მათ ნარკოტიკებით გააბრუებს და სარდაფში ჩაამწყვდევს… დილით გოგონები გაიგებენ, რომ ისინი აქ მარტონი არ არიან, ასაკოვანი სტუმერმოყვარე გერმანელი კი დოქტორ ჰაიტერია, ყოფილი ქირურგი და გოგონების მიმართ მას განსაკუთრებული გეგმები გააჩნია. რა გეგმები გააჩნია ქირურგს? მას უნდა რომ ადამიანებისგან “ცხოველი” შექმნას, ამიტომაც მოისურვებს მათ გადაბმას ერთმანეთზე, ტუჩებით- სწორ ნაწლავზე.. ალბათ მიხვდით უკვე რა საშინელებაცაა, ეს ფილმი დაბლოკილია დიდ ბრიტანეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში . პირადად მე ფილმის აღწერაც ცუდად გავხდი . ფილმის ტრეილერი : მრავალფეხა ადამიანი II (original title) The Human Centipede II 2011) ფილმის მთავარი პერსონაჟი უყურებს DVD ჩანაწერს, სადაც გიჟი ექიმი გადაწყვიტავს ქირურგიული ჩარევით შეაერთოს რამოდენიმე ადამიანი . ყურების შემდგომ ისიც გადაწყვეტს გაიმეოროს იგივე სინამდვილეში...ფილმში ასევე ბევრია მასტურბაციისა და გაუპატიურების სცენები. ასევე აპირებენ ამ ფილმის მესამე ნაწილის გადაღებას. ანუ შეასრულოს სრული შეერთება (Centipede-ყურბელა)ეს ფილმი დაბლოკილია დიდ ბრიტანეთში, აშშ-ს რამდენიმე შტატში და ამოჭრილი კადრებით დაშვებულია ავსტრალიაში . ფილმის ტრეილერი : 9. მარცხნიდან ბოლო სახლი ( oiginal title: The last house on the left 1972) მერი და მისი მეგობარი, კოლინვუდის ტბის სანაპიროზე პატარა სახლში გაჩერდებიან და გაქცეული დამნაშავისა და მისი ბანდის ხელში აღმოჩნდებიან. მერი გაქცევას მოახერხებს და თავშესაფრის ნახვას თვის მშობლებთან, ჯონთან და ემისთან. თუმცა მათი სახლიც მიიქცევს დამნაშავეების ყურადღებას... ფილმის ტრეილერი 8. მკვლელებად დაბადებულნი (original title : Natural born killers 1994) .ფილმი 1994 წელს გამოვიდა, მისი სცენარი კვენტინ ტარანტინოს ეკუთვნის. მოკლე აღწერა: ახალგაზრდა შეყვარებულები, მელორი და მიკი, თითქოს ბაძავენ ლეგენდარულ ბონი და კლაიდს, დადიან მანქანით ამერიკაში და კლავენ ყველას, ვინც მათ გზაზე გადაეღობება. ისინი გიჟდებიან ერთმანეთზე და ეზიზღებათ დანარჩენი ადამიანები. მათ დაიჭერენ და ჩასვავენ სასტიკ იზოლატორში. თუმცა სულელური და ტრაგიკული დამთხვევები მკვლელებს აძლევს კიდევ ერთ მკვლელობის შანსს. ფილმი დაიბლოკა ირლანდიაში და მისი დისტრიბუცია აიკრძალა ამერიკაში. შემდგომ რეჟისორს მოუწია ამოეჭრა 4 წუთიანი სცენა იმისთვის, რომ მისი დისტრიბუცია დაეშვათ ფილმის ტრეილერი : 7.მაიკი – (original title: Mikey 1992) ფილმი 1992 წელს გამოვიდა და მრავალ ქვეყანაში მაშინვე დაიბლოკა, დიდ ბრიტანეთში კი დღემდე აკრძალულია. კინო ერთი ბავშვის, მაიკის ცხოვრებას აღწერს, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი.. ყველა ოჯახში, რომელშიც ის შედის იღუპება.. მაიკი ოჯახის ყველა წევრს კლავს ყოველგვარი აღელვების გარეშე და თან ამას შესანიშნავად ახერხებს, ისე რომ მასზე პოლიციას არცერთხელ არ მიაქვს ეჭვი. “საბრალო” მაიკს კი შემდეგ ოჯახზე აშვილებენ ხოლმე, რომელთაც სავარაუდოდ იგივე ბედი ელით რაც წინას. ფილმის ტრეილერი : 6. ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით . Original title :(The Texas Chainsaw Massacre 1974 ) ამ ფილმის თანამედროვე ვერსიებიც არსებობს, მაგრამ ცოტას თუ უყურებია 1974 წელს გამოშვებული ტეხასური ხოცვა ბენზოხერხისთვის. იმ დროში ფილმმა ხალხში შეშფოთება გამოიწვია, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში აკრძალეს და ბევრმა კინოთეატრმა მისი ჩვენება შეწყვიტა. ამას გარდა თურმე მაშინ ხალხის მოსაზიდად ამბობდნენ, რომ ფილმი ნამდვილი ამბავი იყო. რეალურად კინოს გმირი მართლაც უკავშირდება ცნობილ სერიულ მკვლელს ედ გეინს, მაგრამ თვითონ კინოში რეალური ფაქტები ასახული არაა. მოკლე აღწერა: მერილი ბერნსი და მისი ინვალიდი ძმა პოლი იგებენ, რომ ტეხასის შორეული სასაფლაო, სადაც მათი ბაბუაა დაკრძალული, ვანდალებმა დააზიანეს. ისინი მეგობრებთან ერთად მიემგზავრებიან, რათა შეამოწმონ ხომ არ არის დაზიანებული ბაბუას საფლავიც. მერილი და პოლი გადაწყვიტავენ ბაბუას ძველ ფერმაშიც შეიარონ. და აი სად დაერხაააათ ... .:) ფილმის ტრეაილერი : 5. სერბული ფილმი (original title : Srpski film 2010) მილოსი ყოფილი პორნო-ვარსკვლავია, რომელსაც უკვე არც ისე კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს. ამ დროს კი ურეკავს მისი ძველი კინო-პარტნიორი მსახიობი ლაილა, მილოსი იგებს რომ ერთ-ერთ რეჟისორს მისი დაქირავება უნდა ახალი “მხატვრულად შემუშავებული” პორნოს გადასაღებად, გასამრჯელოდ სოლიდურ თანხას სთავაზობენ, სწორედ ამ მომგებიანი წინადადებით იხიბლება გმირიც და ხვდება იზოლირებულ ვილაში დირექტორს. აღმოჩნდება, რომ ეს პორნო პედოფილიური უნდა იყოს.. რა უნდა ქნას მილოსმა? გასაქცევი არსაითაა. ეს ფილმი ნორვეგიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაშია აკრძალული. აკრძალვის მიზეზად კი შეურაცხმყოფელ სცენებს ასახელებენ, მაგალითად ბავშვის გაუპატიურებას, ინცესტს, მკვლელობის სცენებს.. ფილმის ტრეილერი : 4.სალო, ან სადომის 120 დღე (Original title: Salò o le 120 giornate di Sodoma 1975 ) მარკიზ დე სადის რომანის ეკრანიზაციის დროს, პაზოლინის გადააქვს მოქმედება 1944–45 წლებში, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ფაშისტების "რესპუბლიკა სალოში", საადაც მაღალი წრის წარმომადგენლები პრინცთან სათავეში ამცირებენ, აწამებენ ახალგაზრდა ბიჭებს და გოგოებს, რომლებიც გარყვნილი ელიტის დასაკმაყოფილებლად არიან შეგროვებულები, რომლებიც თავისი არსებობის უკანასკნელ საათებს გრძნობენ. ეს ექზეკუცია ოთხი თვე გრძელდება. ზრდასრული ადამიანებისთვის ეს უკანასკნელი შესაძლებლობაა, თავისი უმდაბლესი ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად, ახალგაზრდებისთვის კი – თავისი ახალგაზრდობისთვის და სიცოცხლის სურვილისთვის გადასახადია. ეს ფილმი ბევრგან დაიბლოკა, რადგან ბევრია გარყვნილების, ჰომოსექსუალიზმის კადრები, თანაც რამდენიმე მსახიობი 18 წელზე ნაკლებისაა . ფილმის ტრეილერი : 3.ეგზორცისტი ( original title: EXorcist 1973) მოგებაც საკმაოდ დიდი მოიტანა – $357, 500, 000. ეგზორცისტი ბევრ ქალაქსა თუ ქვეყანაში აიკრძალა, რადგანაც ამბობდნენ რომ ზედმეტად საშიში სცენები იყო, ზოგი კი რელიგიური დამოკიდებულების გამო კრძალავდა.. მართლაც კინოთეატრებში ჩვენების დროს ამ ფილმზე ძალიან ხშირად იძახებდნენ სასწრაფო დახმარებას, იყო შოკის და ისტერიკის შემთხვევები. დიდ ბრიტანეთში ეს ფილმი 1990 წლამდე გახლდათ დაბლოკილი. მოკლე აღწერა: ცნობილი მსაიობის ოჯახში უბედურება მოვა – მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი არაადეკვატურად დაიწყებს მოქცევას. დედა ვარაუდობს, რომ ეს მისი პირადი ტრაგედიის გამო ხდება, ექიმები ფსიქიკურ დაავადებას ეჭვობენ და დიაგნოზს ვერ უსვამენ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შებყრობილი. თუმცა, თანამედროვე ათეისტურ სამყაროში უკვე არავის ჯერა ის, რომ ადამიანში ბოროტი სული შეიძება ჩასახლდეს, თვით ეკლესიასაც… ასე თუ ისე, აზიიდან ვატიკანი გამოიძახებს ბოლო ცოცხლად დარჩენილ ეგზორსისტს, მერინს, რომელიც ვერ ხვდება, რომ სიკვდილთან შესახვედრად ჩამოდის. ფილმის ტრეილერი 2. კანიბალების ჯოჯოხეთი- (original title: Cannibal Holocaust 1980) ფილმი 1980 წელს გამოვიდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია, 50 ქვეყანაში აიკრძალა და დღემდე აკრძალულია. მისი რეჟისორი კი ციხეში ჩასვეს და ბრალად მკვლელობა წაუყენეს, მაგრამ შემდგომში როდესაც დამტკიცდა რომ ეს არ იყო დოკუმენტური ფილმი, ბრალდება მოუხსნეს. მოკლე აღწერა: რამოდენიმე ახალგაზრდა რეპორტიორი მიემგზავრება ამაზონიის უღრან ტყეებში, დედაიწაზე დარჩენილ უკანასკნელ კაციჭამიებზე სენსაციური ფილმის გადასაღებად. ისეთ ადგილას მოხვედრისას, სადაც არც ერთი ევროპელი ყოფილა მანამდე, ისინი უკვალოდ ქრებიან. გავიდა 2 თვე და მათ მოსაძებნად მიემართემა მეორე ჯგუფი, მაგრამ რეპორტიორები არსად ჩანან, სამაგიეროდ იპოვნეს ფილმი, რომელშიც საშინელი კადრებია.. ფილმის ტრეილერი: 1.გროტესკი (original title (グロテスク, Gurotesuku 2009) გროტესკი 2009 წლის იაპონური საშინელებათა ფილმი. მთავარი გმირი პირსისხლიანი მკვლელია, რომელსაც გარდა იმისა რომ ადამიანთა წამება უყვარს, ასევე მოსწონს მათთან თამაში და გადარჩენის იმედის მიცემა. ამჯერად მან მძევლად ერთი წყვილი აიყვანა, როგორ წარიმართება მათი ბედი თავად ფილმში ნახავთ. ამბობენ რომ გროტესკი საშინელი საყურებელია, მასში შემზარავი კადრებია საყურებელი, თან სადისტი ქირურგი მათ ჭრილობებს კურნავს და მერე ისევ აზიანბეს ... . ასეთი კადრების გამო აიკრძალა რამოდენიმე ქვეყანაში. ფილმის ტრეილერი 8067 9-ს მოსწონს
|