![Cliff House - კლდეზე დაკიდებული სახლი
ავსტრალიიდან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201409/20140911150454419.jpg)
ავსტრალიელმა დიზაინერებმა, წარმოადგინეს ნოვატორული კონსტრუქციის სახლი, რომელიც კლდეზე კი არ დგას, არამედ ჩამოკიდებულია მასზე.Cliff House - ში, ერთმანეთზე დადგმული 5 სართულია, მანქანის სადგომი, სამი საძინებელი და "ბარმბექიუს" ზონა.
სახლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი აშენება შეუძლებელია ტრადიციული მეთოდებით.საცხოვრებელი წარმოადგენს ერთმანეთთან შეერთებულ რამოდენიმე კონსტრუქციულ მოდულს, რომლებიც მაგრდება კლდეზე რკინის დიდი ძელებით.
![Cliff House - კლდეზე დაკიდებული სახლი
ავსტრალიიდან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201409/20140911151722419.jpg)
Cliff House - ის ოთახები განთავსებულია ვერტიკალურად ერთმანეთის თავზე.სართულებს შორის გადაადგილება შესაძლებელია სპეციალური ლიფტის საშუალებით.ინტერიერი გაფორმებული იქნება მინიმალისტურ სტილში, რის კომპენსირებასაც სრულად ახდენს ოკეანის ულამაზესი ხედი.