ქალი და მამაკაცი სულისშემძვრელი ისტორია - დაქალის სიკვდილის ფაქტზე დუმილი 300 დოლარად შეფასდა 2014, 9 სექტემბერი, 21:49 ამბობენ, ნამდვილი ადამიანები საზიზღრობებს არ ეჩვევიანო. ეჩვევიან და მერე როგორ. რითი შეიძლება დღეს ჩვენი გაკვირვება? ვინმე მოკლეს? საშინელებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ლამის ყოველდღიური ქმედებაა. გვერდით ეზოში ბავშვი ქალაქში მანიაკი დაძრწის? უნდა მოვითმინოთ, სამართალდამცავებმა აუშვეს? მეტსაც უნდა მოველოდეთ! ინტერნატის დირექტორი ქვემდებარეებს რყვნიდა? უპატრონო თხაო მგელმა შეჭამაო და ა.შ. გვესმის, ვიცით, თავს ვაქნევთ, მაგრამ ისე ვცხოვრობთ, თითქოს ტელეეკრანზე კინოს ვუყურებდეთ და გვგონია, რომ იქვე მთავრდება ეს შემაძრწუნებელი სიუჟეტები. - გაგებით ვეკიდებით ყველაფერს! ღმერთმა არ ქნას და პირადად ჩვენ რომ დაგვმართნოდა მსგავსი და მეზობლის კარიც არ გახსნილიყო – შესაძლებელია! „ორი თავი“ დღეს არავის აქვს, შარი ნაკლებსასურველი ცხოვრების პროდუქტია! სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო... ამ ისტორიაშიც ბევრი გულგრილობაა, მონაგონი და ზურგსუკან ჩუმი ჩურჩულები. სახლის მობინადრეებმა იცოდნენ, რომ ბინა 85-ში რაღაც გაუგებარი ხდებოდა: - ხან სამარისებული სიჩუმე იდგა, ხან კი დილამდე ბასტი-ბუბუ არ წყდებოდა, მაგრამ აზრად არავის მოსვლია შეშფოთება, დაკვირვება და თუნდაც უბნის რწმუნებულთან „ჩაშვება“. ხშირად დავცინით რუსულ-ამერიკულ სიფხიზლეს თუ მეტიჩრობას, როცა მეზობლები ჩუმად იხედებიან ფანჯრებიდან და რაიმე ინციდენტის შენიშვნისთანავე უკაკლავენ სადაც ჯერ არს. თვითონ კი აუცილებლად შოკი უნდა განვიცადოთ, რათა სინდისმა შეგვაწუხოს – სად ვიყავით ამ დროს? შოკის მიზეზი კი ნამდვილად არსებობდა: დღისით, მზისით ამ „ცუდი“ სახლის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა; ქალიც არ ეთქმოდა, თუ მის ასაკს გავითვალისწინებთ – სიცოცხლით სავსე გოგო უფრო უპრიანია. შვილიშვილებთან ერთად ეზოს წინ მსხდომარე ბებია-ბაბუებმა დაინახეს, როგორ ცდილობდა ის საცოდავი ფანჯრიდან მეზობლის აივანზე გადამძვრალიყო. სართული ხომ მაღალი იყო – მერვე! ამიტომ ვერ გაარჩიეს ვინმეს გაურბოდა, თუ უბრალოდ „ერთობოდა“. და ამ დროს ის მოსწყდა... ცუდი სახლი ამ ბინაში კი სრულიად იზოლირებულად ცხოვრობდა წელიწადზე მეტხანს ორი გოგო. ცოტა არ იყოს, სიტყვა „ცხოვრობდა“ ჰუმანური ნათქვამია. ერთხელ აქ ისინი მიშიკომ მოიყვანა და თან უბრძანა ცხვირიც არ გამოეყოთ გარეთ. გოგოები – ნათია და ნინო – ცხადია აქაურები არ იყვნენ, დედაქალაქში ისინი უძველესი კოლხური მიწებიდან ჩამოვიდნენ. არც პროფესია ჰქონდათ, არც სამსახური, არც ჩაწერა და არც მომავალის მკაფიო პერსპექტივა. ჰქონდათ მხოლოდ ის მადლი, რაც მოწყალე ბუნების წყალობით ყველა ქალს გააჩნია და უკიდურესი კრიზისის დროს იციან ხოლმე ამის გამოყენება. თუმცა კრიზისიც ფარდობითი ცნებაა. თავიდან მათ მოსწონდათ კიდეც უზრუნველი ცხოვრება: ტელევიზორი, საჭმელ-სასმელი კი მიშიკოს შემოჰქონდა. მხოლოდ ერთი უხერხულობა უფუჭებდათ საერთო ამინდს – კარებს ის გარედან კეტავდა და ქუჩაში გასვლა შეუძლებელი ხდებოდა, თუნდაც 10-ბალიან მიწისძვრას დაენგრია იქაურობა. სამი კვირის შემდეგ პირველი სტუმრები ეწვივნენ - ხუთი კაცისგან შემდგარი კომპანია, დალიეს, ისაუბრეს, სტუმრებმა მაგიდასთან ზრუნვაც კი გამოიჩინეს გოგონების მიმართ. შემდეგ კი... ნუ, როგორც ხდება. მორიგეობით გაერთნენ საძინებლებში. ბინის მეძავი თუ ტრასის? დაქალები ცხადია უმწიკვლოები არ იყვნენ. არც მიშიკო უშვებდა შანსს „ჰყვარებოდა“ ხან ერთი, ხან მეორე. მაგრამ ამ კოლექტიურმა საღამომ ისინი მაინც დააფრთხო. „არაფერია, ჩემო გვრიტებო. ყველაფერი კარგად იქნება - დააწყნარა მიშიკომ, – ხომ გაჭმევთ, ახალ-ახალ ფილმებს ვყიდულობ, შამპუნებს და ჭიღო-მიღოებს. ცოტაც ხომ უნდა წაიმუშაოთ! ჩემს ძმაბიჭებს რთული ცხოვრება აქვთ, ცოტა მოფერება და ალერსი უნდათ, მეტი არაფერი...“ ამ დღიდან ამ ბინაში კვირაში სამჯერ-ოთხჯერ იკრიბებოდნენ სტუმრები. ხან ბევრნი, ხან ორი მამაკაცი თუ მოვიდოდა. პროგრამა მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა: მაგიდასთან დალევენ, წაიღიღინებენ, მერე კი გოგოებს თავიანთი „მთავარი“ ფუნქციები უნდა შეესრულებინათ. მოთმენა შეიძლებოდა, მაგალითად ედიკა ან გოგი – ნორმალური ბიჭები არიან, ალერსიანი და ყურადღებიანებიც კი, მაგრამ როცა აბო თვრებოდა, გოგოები თავბედს იწყევლიდნენ. იგი ძალიან უმოწყალო ხდებოდა. გარდა იმისა, რომ ლოგინში ათასგვარი საძაგლობების კეთებას აიძულებდა, იგი მათ ქუჩის უკანასკნელი მეძავებივით ამცირებდა კიდეც. ამისგან განსაკუთრებულ კაიფს იღებდა. ერთხელ ნინომ მიშიკოსთან დაიჩივლა აბოზე, თან ჩალურჯებები და ნაკბენები უჩვენა. „კი მაგრამ რა გგონიათ თავები? – გაიკვირვა მიშიკომ. – ჩვენთვის ბოზები ხართ. ასე რომ ითმინეთ, სანამ ჩემს მეგობრებს მოსწონხართ. თუ ბევრს იბლატავებთ, ტრასაზე აღმოჩნდებით.“ მანიკიური კარგია, მაგრამ ვისთვის? ნათია უფრო წყნარი, უპრეტენზიო გოგო იყო. როცა განსაკუთრებით გულისამრევი სიტუაცია იყო და ზიზღს განიცდიდა, თავის სიღატაკეში გატარებულ ბავშვობას, დედის ლოთ საყვარელს და ცინგლიან ძმებს იხსენებდა. მხოლოდ ეს აძლებინებდა. თავს იწყნარებდა: ყველაფერი არც ისე საშინლადაა, ცხოვრობს თბილად და მაძღრად, აბაზანასაც არომატული შამპუნებით იღებს, მანიკიურსაც ყოველთვის უსვია. მაგრამ ძალიან კი ენატრებოდა ჰაერზე გასვლა – იმერეთში ახლა ბაღები ყვავის, ბალახის სურნელითაა გაჯერებული არემარე. ის ფანჯარას ხსნიდა და დიდხანს იჯდა რაფაზე, ოღონდ ფარდის უკან იმალებოდა. „ფანჯარა დახურე, შე გადარეულო კახპავ, – ყვიროდა ნინო, – მიშა დაგინახავს და წაგითაქებს!“ ნინო ამ ისტორიაში წყნარი ნათიას გამო გაება, ის შეეცოდა სადგურზე, სადაც მიშიკო გაიცნეს. ნათიამ დაითანხმა: „მოდი მივეხმაროთ ამ ბიჭს ბინის შერემონტებაში. იქნებ რამდენიმე ხანს გვაცხოვროს კიდეც“. აცხოვრეს... ერთი სიტყვით მოხდა – „გალიაში ჩასასმელად მინდიხარ, ჩარი-ჩარი-რამა...“ ნათიას ენერგია მოჭარბებული ჰქონდა, ბინაში დაბოდიალობდა და ვერც საქმეს ნახულობდა, ვერც სიმშვიდეს. ოდესღაც ის თბილისის გადატრიალებას, სწავლაზე და მუშაობაზე ოცნებობდა და დარწმუნებულიც იყო, რომ თავს გაიტანს, ფულს იშოვის და ლამაზ-ლამაზ ტანსაცმელს იყიდის. ამ დროს კი მიშაც გამოჩნდა, ტკბილად ეჭიკჭიკებოდა ერთობლივ ბიზნესზე, გამდიდრებაზე, ავანსად ას-ასი ლარიც მისცა ორივეს. სოფლის კვალობაზე ნინოს ეს თანხაც დიდად ეჩვენა. მიშა მათ რემონტის გაკეთებისთვის კიდევ 500-500 დოლარს დაპირდა. მაგრამ სარემონტო არაფერი აღმოჩნდა – სამოთახიანი ბინა აბსოლუტურად სუფთა და გაწყობილი გახლდათ. იგი თითქოს ტუტუცებს ელოდა, რომლებსაც ცხრაკლიტურში გამოკეტავდა და მამაკაცთა დაკმაყოფილებას აიძულებდა. ნინო თავის ამჟამინდელ ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებდა: „აბა, რა ვქნათ, – ფიქრობდა იგი. – მოვითმინოთ, ფული შევაგროვოთ და მოვხიოთ, ქალაქს შევერიოთ.“ ყველაფერ ამას დაქალი ნათიაც ბანალურ ფალოსოფიად ნათლავდა, რადგან დღეები ერთმანეთს მისდევდა, რკინის კარები მხოლოდ სტუმრებისათვის იხსნებოდა, რომლებიც სულ უფრო თავხედები და მეტის მომთხოვნი ხდებოდნენ. ნათია გულჩათხრობილი გახდა, ხშირად ტიროდა და წყევლიდა მიშიკოს. ნინოც ღიზიანდებოდა და ეუხეშებოდა ყოველგვარ კუკურებს, ხაჩიკებს და ბონდოებს, რისთვისაც მრავალი ალიყური ჰქონდა მიღებული. „მოკეტე შე ნაბოზარო!“ – დაუღრიალებდა მორიგი გელა და ისიც ხმას გაიკმენდდა. ვაიმე აბორტი პირველად წყნარი – ნათია გატყდა. „მას თითქმის ერთ თვეზე მეტხანს დაუგვიანდა ციკლი და საშინელ დეპრესიაში ჩავარდა, რადგან თავი კრიმინალურ აბორტზე მომაკვდავად მიაჩნდა. რაღაც მსგავსი ჰქონდა გაგონილი ბავშვობაში და ახლა ნინოს არც ერთი დამაწყნარებელი სიტყვის აღარ სჯეროდა. „უნდა გავიდე, მთავარია აქედან გავიდე!“ – თავში უტრიალებდა აკვიატება გოგონას. ფანჯრიდან "SOS" – სიგნალებით ბარათების გადაყრა დაქალმა აუკრძალა კატეგორიულად, მიშას საქმის კურსში ჩაყენება კი არანაკლებ საშიში იყო. ზუსტად ამ დროს გადაწყვიტა გულუბრყვილოდ ნათიამ მეზობლის აივანზე გადაძრომა. როცა ნინო საძინებელში მორიგი კოვბოური ბოევიკით ერთობოდა, მან სამზარეულოს ფანჯარა გამოხსნა, კარნიზზე დადგა და... ამ დროს მიშიკო მოვიდა. მას შეეშინდა, აჩქარდა, ფეხები უსხლტებოდა, ხელები აუკანკალდა. მიშიკო რაღაცას ყვიროდა, მაგრამ თმებგაშლილი ნათია უკვე ქვევით მიფრენდა. ნინომ, რომელმაც ექვსი თვის შემდეგ მოყვა ეს ისტორია, დღემდე კანკალებს, როცა იხსენებს, როგორ გამოაგდო მიშიკომ ამ საზიზღარი ბინიდან, როგორ გადადიოდნენ ისინი სხვენიდან სხვა სადარბაზოში, ოღონდ კი პოლიციის მოსვლამდე გაესწროთ, როგორ მაშინვე ჩაუდო ჯიბეში 300 დოლარი და უბრძანა „დადუმებულიყო“. იმ ნაჩქარევი განშორებისას მაინც მოასწრო დამუქრება: „ყველგან მოგძებნი!“ – და ნინოს კვლავ ეშინია, რომ ის აასრულებს სიტყვას. ახლა ის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს დედაქალაქის შემოგარენში და დღემდე გვერდს უვლის გლდანის მასივს. სტატია მოამზადა ეკა თევზაძემ 315 3-ს მოსწონს
|