ქალი და მამაკაცი სულისშემძვრელი ისტორია - დაქალის სიკვდილის ფაქტზე დუმილი 300 დოლარად შეფასდა 2014, 9 სექტემბერი, 21:49 ![]() ამბობენ, ნამდვილი ადამიანები საზიზღრობებს არ ეჩვევიანო. ეჩვევიან და მერე როგორ. რითი შეიძლება დღეს ჩვენი გაკვირვება? ვინმე მოკლეს? საშინელებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ლამის ყოველდღიური ქმედებაა. გვერდით ეზოში ბავშვი ქალაქში მანიაკი დაძრწის? უნდა მოვითმინოთ, სამართალდამცავებმა აუშვეს? მეტსაც უნდა მოველოდეთ! ინტერნატის დირექტორი ქვემდებარეებს რყვნიდა? უპატრონო თხაო მგელმა შეჭამაო და ა.შ. გვესმის, ვიცით, თავს ვაქნევთ, მაგრამ ისე ვცხოვრობთ, თითქოს ტელეეკრანზე კინოს ვუყურებდეთ და გვგონია, რომ იქვე მთავრდება ეს შემაძრწუნებელი სიუჟეტები. - გაგებით ვეკიდებით ყველაფერს! ღმერთმა არ ქნას და პირადად ჩვენ რომ დაგვმართნოდა მსგავსი და მეზობლის კარიც არ გახსნილიყო – შესაძლებელია! „ორი თავი“ დღეს არავის აქვს, შარი ნაკლებსასურველი ცხოვრების პროდუქტია! სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო... ![]() ![]() ამ ბინაში კი სრულიად იზოლირებულად ცხოვრობდა წელიწადზე მეტხანს ორი გოგო. ცოტა არ იყოს, სიტყვა „ცხოვრობდა“ ჰუმანური ნათქვამია. ერთხელ აქ ისინი მიშიკომ მოიყვანა და თან უბრძანა ცხვირიც არ გამოეყოთ გარეთ. გოგოები – ნათია და ნინო – ცხადია აქაურები არ იყვნენ, დედაქალაქში ისინი უძველესი კოლხური მიწებიდან ჩამოვიდნენ. არც პროფესია ჰქონდათ, არც სამსახური, არც ჩაწერა და არც მომავალის მკაფიო პერსპექტივა. ჰქონდათ მხოლოდ ის მადლი, რაც მოწყალე ბუნების წყალობით ყველა ქალს გააჩნია და უკიდურესი კრიზისის დროს იციან ხოლმე ამის გამოყენება. თუმცა კრიზისიც ფარდობითი ცნებაა. ![]() ბინის მეძავი თუ ტრასის? დაქალები ცხადია უმწიკვლოები არ იყვნენ. არც მიშიკო უშვებდა შანსს „ჰყვარებოდა“ ხან ერთი, ხან მეორე. მაგრამ ამ კოლექტიურმა საღამომ ისინი მაინც დააფრთხო. „არაფერია, ჩემო გვრიტებო. ყველაფერი კარგად იქნება - დააწყნარა მიშიკომ, – ხომ გაჭმევთ, ახალ-ახალ ფილმებს ვყიდულობ, შამპუნებს და ჭიღო-მიღოებს. ცოტაც ხომ უნდა წაიმუშაოთ! ჩემს ძმაბიჭებს რთული ცხოვრება აქვთ, ცოტა მოფერება და ალერსი უნდათ, მეტი არაფერი...“ ამ დღიდან ამ ბინაში კვირაში სამჯერ-ოთხჯერ იკრიბებოდნენ სტუმრები. ხან ბევრნი, ხან ორი მამაკაცი თუ მოვიდოდა. პროგრამა მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა: მაგიდასთან დალევენ, წაიღიღინებენ, მერე კი გოგოებს თავიანთი „მთავარი“ ფუნქციები უნდა შეესრულებინათ. მოთმენა შეიძლებოდა, მაგალითად ედიკა ან გოგი – ნორმალური ბიჭები არიან, ალერსიანი და ყურადღებიანებიც კი, მაგრამ როცა აბო თვრებოდა, გოგოები თავბედს იწყევლიდნენ. იგი ძალიან უმოწყალო ხდებოდა. გარდა იმისა, რომ ლოგინში ათასგვარი საძაგლობების კეთებას აიძულებდა, იგი მათ ქუჩის უკანასკნელი მეძავებივით ამცირებდა კიდეც. ამისგან განსაკუთრებულ კაიფს იღებდა. ერთხელ ნინომ მიშიკოსთან დაიჩივლა აბოზე, თან ჩალურჯებები და ნაკბენები უჩვენა. „კი მაგრამ რა გგონიათ თავები? – გაიკვირვა მიშიკომ. – ჩვენთვის ბოზები ხართ. ასე რომ ითმინეთ, სანამ ჩემს მეგობრებს მოსწონხართ. თუ ბევრს იბლატავებთ, ტრასაზე აღმოჩნდებით.“ ![]() ნათია უფრო წყნარი, უპრეტენზიო გოგო იყო. როცა განსაკუთრებით გულისამრევი სიტუაცია იყო და ზიზღს განიცდიდა, თავის სიღატაკეში გატარებულ ბავშვობას, დედის ლოთ საყვარელს და ცინგლიან ძმებს იხსენებდა. მხოლოდ ეს აძლებინებდა. თავს იწყნარებდა: ყველაფერი არც ისე საშინლადაა, ცხოვრობს თბილად და მაძღრად, აბაზანასაც არომატული შამპუნებით იღებს, მანიკიურსაც ყოველთვის უსვია. მაგრამ ძალიან კი ენატრებოდა ჰაერზე გასვლა – იმერეთში ახლა ბაღები ყვავის, ბალახის სურნელითაა გაჯერებული არემარე. ის ფანჯარას ხსნიდა და დიდხანს იჯდა რაფაზე, ოღონდ ფარდის უკან იმალებოდა. „ფანჯარა დახურე, შე გადარეულო კახპავ, – ყვიროდა ნინო, – მიშა დაგინახავს და წაგითაქებს!“ ![]() ![]() პირველად წყნარი – ნათია გატყდა. „მას თითქმის ერთ თვეზე მეტხანს დაუგვიანდა ციკლი და საშინელ დეპრესიაში ჩავარდა, რადგან თავი კრიმინალურ აბორტზე მომაკვდავად მიაჩნდა. რაღაც მსგავსი ჰქონდა გაგონილი ბავშვობაში და ახლა ნინოს არც ერთი დამაწყნარებელი სიტყვის აღარ სჯეროდა. „უნდა გავიდე, მთავარია აქედან გავიდე!“ – თავში უტრიალებდა აკვიატება გოგონას. ფანჯრიდან "SOS" – სიგნალებით ბარათების გადაყრა დაქალმა აუკრძალა კატეგორიულად, მიშას საქმის კურსში ჩაყენება კი არანაკლებ საშიში იყო. ზუსტად ამ დროს გადაწყვიტა გულუბრყვილოდ ნათიამ მეზობლის აივანზე გადაძრომა. როცა ნინო საძინებელში მორიგი კოვბოური ბოევიკით ერთობოდა, მან სამზარეულოს ფანჯარა გამოხსნა, კარნიზზე დადგა და... ამ დროს მიშიკო მოვიდა. მას შეეშინდა, აჩქარდა, ფეხები უსხლტებოდა, ხელები აუკანკალდა. მიშიკო რაღაცას ყვიროდა, მაგრამ თმებგაშლილი ნათია უკვე ქვევით მიფრენდა. ![]() სტატია მოამზადა ეკა თევზაძემ 315 3-ს მოსწონს
|