სკანდალური მსახიობი თინა მახარაძე საყვარელ წიგნებს ასახელებს. როგორც თინა განმარტავს, ის არავის გამოუწვევია, უბრალოდ სურს ბავშვობის უსაყვარლესი წიგნები გაგვიზიაროს.
"იმიტომ არა, რომ ვინმემ გამომიწვია, ან ვინმეს ვიწვევ. ჩემს ფოლოუერებში უამრავი ბავშვია, ვინც პოსტს არ მაზავს დაულაიქებლად. ხოდა მგონია, არ იქნება ურიგო, თუ ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი წიგნების სიას გავუზიარებ. უნდა გამოადგეთ წესით...აქ თითქმის ყველაფერია, რამაც 3 წლიდან სადღაც 17 წლამდე დამიჭირა და აღარ გამიშვა.შემეძლო ტოპ 20ც გამეკეთებინა, მაგრამ წიგნებს უნდა უერთგულო და დაუფასო ამაგი-აქედან ყველამ ერთად და ცალ-ცალკე, განაპირობა ჩემი კარგ-ცუდ გოგოობა.
1) ასტრიდ ლინდგრენი -განსაკუთრებით "ჩვენც სალტკროკელები ვართ"
2) პამელა ტრავერსი- "მერი პოპინსი"
3) დონალდ ბისეტი- "ყველაფერი ყირამალა"
4) მონტეირუ ლობატუ- "ყვითელი კოდალას ორდენი"
5)ვიქტორ დრაგუნსკი- "დენის კორობლიოვის თავგადასავალი"
6) ჰექტორ მალო - "უსახლკარო"
7)ერნესტ სეტონ-თომპსონი -"როლფი ტყეში", "პატარა ველურები"
8)ჰარიეტ ბიჩერ სთოუ -"ბიძია თომას ქოხი"
9) გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული
10)დიუმა - "სამი მუშკეტერი"
11)უალტერ სკოტი - "აივენჰო"
12)შანდორ პეტეფი -"იანოშ რაინდი"
13) მაინ რიდი - "ჟირაფებზე მონადირენი" "თავგადასავლები სამხრეთ აფრიკაში"
14)ართურ კონან დოილი - აბა თუ გამოიცნობთ, რა?
15) აგათა კრისტი - "როჯერ ექროიდის მკვლელობა" (plot twist მა გამომაშტერა, მახსოვს)
16)იანუშ კორჩაკი -"მათიუშ პირველი"
17) ჯ.ფ.კუპერი- "უკანასკნელი მოჰიკანი"
18) დუმბაძე - მოთხრობები და ა.შ.
19)ჟიულ ვერნი -"საიდუმლო კუნძული"
20)სტივენსონი- "განძის კუნძული"
21)დიკენსი- "დევიდ კოპერფილდი"
22)რ.ინანიშვილის მოთხრობები
23)ფ.ს.ფიცჯერალდი -"ნაზია ღამე"
24) რემარკი -"ტრიუმფალური თაღი" "სამი მეგობარი"
25)დოჩანაშვილი - "ბახვას გულმა რეჩხი უყო", "სამოსელი პირველი"
26)ორუელი - 1984
27)კობო აბე - "გამყინვარების მეოთხე პერიოდი"
28)ოე ქენძაბურო- "დაგვიანებული ახალგაზრდობა"
29)ეტგარ კერეტი -"ნებროთმა გარეკა"
30)არნონ გრუნბერგი - "სტატისტები"
31) დიბისი პიერი "ვერნონ გოდ ლითლი"
32) მაქს ფრიში -"ჰომო ფაბერი"
33) იუსტაინ გორდერ "ბანქოს საიდუმლო"
34) ერლენდ ლუ "ნაივური სუპერი"
35) ნაბოკოვი - "ლოლიტა"