x
 რუუდ ვან ნისტელროიმ კარიერა დაასრულა

მადრიდის "რეალის" ექს-ფორვარდმა რუუდ ვან ნისტელროიმ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

35 წლის "რეალის" ექს-ფორვარდმა, კარიერა 1993 წელს, "დენ ბოსხში" დაიწყო, "ჰერენვენში" გადასვლამდე 4 წლით ადრე.

"ჰერენვენში" გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ვან ნისტელროი "პსვ"-ში გადაბარგდა, რის შემდეგაც ჰოლანდიის ნაკრებშიც უხმეს. "ვან გოლმა" ეინდჰოვენში გატარებული 3 წარმატებული წლის შემდეგ, მალე "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა.

ნისტელროი "ოლდ ტრაფორდზე" მალევე გახდა წამყვანი ფიგურა და 219 ოფიციალურ მატჩში 150 გოლი გაიტანა.

შემდეგ რუუდი 2006 წელს "რეალში" გადაბარგდა, სადაც ორჯერ შეძლო ლა ლიგის მოგება.

ჰოლანდიელმა შემდეგ 18 თვე გაატარა "ჰამბურგში", სანამ 2011 წელს "მალაგაში" გადაბარგდებოდა.

ვან ნისტელროიმ ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებულ 70 მატჩში 35 გოლი გაიტანა. მან მონაწილეობა მიიღო 2004 და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე 2006 წლის მუნდიალზეც. მთელი კარიერის განმავლობაში 347-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამ ეტაპზე, რუუდი ჩემპიონთა ლიგაზე 56 გატანილი გოლით მეორე ბომბარდირია.image

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:მადრიდისტა_7
მადრიდისტა_7
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0