x
კაკას უკანასკნელი მატჩი "ბლანკოსში" ?

image
სავარაუდოდ, დღვანდელი მატჩი ბრაზილიელისთვის უკანასკნელი იქნება...

დღესასწაულთან და ზეიმთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დღევანდელი მატჩი შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელისთვის, გამოსამშვიდობებელ მატჩად ჩაითვალოს. უმთავრესი მათგან რიკარდო კაკაა, რომელიც "რეალში" დიდი იმედით მოიყვანეს და დიდი თანხაც გადაიხადეს. თუმცა, შეიძლება ითქვას მან არ გაამართლა.

აქტუალურია კითხვა: დარჩება რიკი "რეალში"? ალბათ ამ კითხვაზე პასუხს ზაფხულში გავიგებთ. თუმცა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ბრაზილიელი მოურინიოს გულზე მაინცდამაინც არ ეხატება.

გუშინ, ჟოზემ განაცხადა, რომ კაკამ კარგი სეზონი ჩაატარა და მისი წვლილი ჩვენს გამარჯვებაში დიდიაო. თუმცა, ასევე დაუმატა, თუ მას წასვლა სურს, არ შევაკავებთო.

გუნდი, რომელიც კაკასადმი ინტერესს უკვე თვეებია იჩენს, "პსჟ"-ა, რომლის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ ყველაზე კარგად იცის, როგორ აათამაშოს და როგორ გამოიყენოს ბრაზილიელი ვარსკვლავი.

და ბოლოს, დღეს "სამეფო კლუბი" ჩემპიონობას იზეიმებს, იქნება ფეიერვერკები და დაუვიწყარი საღამო თითოეული მადრიდისტასთვის. კაკას სამწლიანი ეპოქა კი ამ მატჩით დასრულდება "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში.

3
341
3-ს მოსწონს
ავტორი:მადრიდისტა_7
მადრიდისტა_7
341
  
2012, 18 ივნისი, 21:56
აუ მაგრად მიყვარდა ეს ბიჭი მარა ვერ გამიმართლა იმედები
2012, 14 მაისი, 21:19
როდის დღეს? რეალმა უკვე დაამთავრა თამაშები
0 1 3