საზოგადოებრივი ინდოეთში აღმოჩენილი იქნა უცხოპლანეტელთა და მათი საფრენი აპარატის უძველესი გამოსახულება 2014, 8 სექტემბერი, 10:24 გამოსახულება დაახლოებით 10 000 წლისაა!
აღმოჩენაზე იუწყება ინდური გაზეთი Times of India.შტატ ჩხატისგარხში(Chhattisgarh), ქალაქ რაიპურიდან 130 კილომეტრში, სოფელ ჩანდელისთან გამოქვაბულში აღმოჩენილი იქნა ნახატები, რომლებიც უფრო ადამიანებს კი არა ჰუმანოიდებს მოგვაგონებს. ზოგიერთი სკაფანდრშია და ხელში უჭირავს საგანი, რომელიც იარაღს მოგვაგონებს.გამოსახულია სამ ფეხზე მდგომი ობიექტიც, რომელიც უფრო "მფრინავ თეფშს" წააგავს. ![]() ინდოელი არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ ნახატების ასაკი დაახლოებით 10 000 წელია, ისინი და რა თქმა უნდა უფოლოგები ვარაუდობენ, რომ უძველესმა მხატვრებმა კედელზე უცხოპლანეტელები გამოსახეს, რომლებიც დედამიწას სტუმრობდნენ. ![]() ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებში თაობიდან თაობას გადაეცემა ლეგენდა, რომ თითქოს ოდესღაც ამ ადგილს ზეციდან სტუმრობდნენ პატარა ზომის ადამიანები, სახელად "როხელა"..ყოველ ჩამოსვლაზე მიჰყავდათ სოფლის ერთი ან ორი მაცხოვრებელი და უკან აღარ აბრუნებდნენ. შტატის ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს, გადაწყვეტილი აქვს საქმეში ჩართონ NASA-ს და ინდოეთის ნაციონალური კოსმოსური სააგენტოს(ISRO) ექსპერტები. ![]() სხვათა შორის ენთუზიასტებმა აღმოაჩინეს აშკარა მსგავსება ინდოეთში გამოქვაბულის კედლებზე და იტალიაში კამონიკას ველზე აღმოჩენილ ნახატებს შორის.იქაც გამოსახულია უცხოპლანეტელები სკაფანდრებში და მისი ასაკიც 10 000 წელია. აგრეთვე აშკარად წააგავს ავსტრალიაში აღმოჩენილი ნახატსაც, რომელიც დაახლოებით 5000 წლისაა. ![]() გამოსახულება კლდეზე იტალიაში ![]() ავსტრალიელი უცხოპლანეტელები(Wandjina petroglyphs from Kimberley) 418 3-ს მოსწონს
|