სხვა Malaysia Airlines: პრიზი საუკეთესო სიკვდილისწინა სურვილისათვის 2014, 5 სექტემბერი, 20:35 ავიაკომპანია Malaysia Airlines იძულებული იყო ბოდიში მოეხადა და სახელი გადაერქვა პრომო-აქციისთვის, სადაც მგზავრებს სთავაზობენ მიუთითონ ადგილი სადაც ისინი ისურვებდნენ ყოფნას სიკვდილის წინ. საუკეთესო პასუხის ავტორებს შეპირდნენ უფასო მგზავრობას და iPad-ს.კრიტიკის ტალღის შემდგომ ავიაკომპანიამ შეცვალა აქციის ფორმულირება სახელწოდებით:"საქმეების სია, რომელიც უნდა მოასწროთ სიკვდილის წინ"("My Ultimate Bucket List") და მოიგე "iPad ან ბილეთი მალაიზიაში". მაისის თვეში ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ სუფთა ზარალი 59% გაიზარდა და 443 რინგიტს მიაღწია(138მლნ.$) კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები ორი ტრაგიკული შემთხვევის შემდგომ დაეწყო. მარტის თვეში კომპანია Malaysia Airlines-ის "ბოინგ"-777, რადარის ეკრანებიდან გაქრა, როდესაც კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა.მისი ძებნა დღესაც გრძელდება.ხოლო მეორე შემთხვევა 17 ივლისს მოხდა, როდესაც ამავე ავიაკომპანიის "ბოინგი" ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა და ჩამოგდებული იქნა აღმოსავლეთ უკრაინაში. 24 4-ს მოსწონს
|