შოუბიზნესი გაიხდის თუ არა ანრი ჯოხაძე 6 სექტემბრის ღამეს GINO-ში? 2014, 5 სექტემბერი, 18:00 მოგეხსენებათ შაბათს, 6 სექტემბერს, თბილისში "ჯინო-ფერედაისის" გასართობ კომპლექსში ზაფხულის გასაცილებელ ივენთს ატარებენ და ამისთვის ახალი, პერიოდული ღონისძიებების გაკეთებისთვისაც ემზადებიან.
როგორც გავიგეთ 6 სექტემბრის ღამეს (22:00 საათიდან) "ჯინოს" რეზიდენტ დი ჯეი BALU-სთან (სხვათაშორის უმაგრეს მუსიკას უკრავს ეს ბიჭი) და მოცეკვავე ლამაზმანებთან ერთად, საღამოს სტუმრად ანრი ჯოხაძეცაა მიწვეული, რომელიც იმდენადაა თავისი ექსცენტრიული ნაბიჯებით გამორჩეული, რომ შესაძლოა ივენთზე შეკრებილი საზოგადოება კვლავ გააოცოს თავისი არაორდინალური საქციელებით :) ივენთის ორგანიზატორები მშვიდ და ვარსკვლავიან ცას ჰპირდებიან შაბათს "ჯინოში" ამოსვლელებს და კარგ მუსიკასა და გართობასთან ერთად - ასევე უამრავ საჩუქარს, პრიზს და წამახალსიებელ გათამაშებებს.... როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი საღამოს წამყვანის ამპლუაში მოევლინება ტელე-წამყვანი "მიუზიქ-ბოქსის" - მშვენიერი ლიზა ვადაჭკორია. ივენთების ციკლი - "ღამე ჯინოში" იმ ღონისძიებების პირველი ნაწილია, რომელსაც თბილისელებისთვის საყვარელი ეს გასართობი ადგილი ამიერიდან ყოველ შაბათს აპირებს, რომ გააგრძელოს და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ დამატებითი სერვისისთვის - ბილეთს ფასი არ მომატებია და ის, კვლავ 39 ლარი ღირს, ანუ სრული სერვისი (დახურული და ღია ტალღოვანი აუზები, ჯაკუზი, ბარი, სასმელი) გარდა ე.წ. "სასრიალოებისა" რომელიც მაინცდამაინც სასიამოვნო ვერ იქნება ბახუსში შესული დამსვენებლებისთვის :))). ხარისხიანი ხმა, ხარისხიანი მუსიკა, ხარისხიანი გარემო და ხარისხიანი დასვენება, ეს ის ჩამონათვალია რასაც შაბათს "ჯინოში" გვპირდებიან.... რას იზავს და რით გამოავლენს თავის ექსცენტრიულობას ანრი ჯოხაძე, ამას ალბათ ყველანი ერთად ვიხილავთ შაბათს 6 სექტემბერს "ჯინოში".... 108 2-ს მოსწონს 1-ს არა
|