x
image
მატასი
სად დავისვენოთ საქართველოში ?
image
























დიდხანს ნანატრი გაზაფხული, როგორც ყოველთვის ისე გვეპარება ხელიდან, რომ ახლაც თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ და მაისის ორი კვირაც გაივლის და კიდევ უფრო ძვირფასი ზაფხული მოგვადგება კარს. წელიწადის დრო, რომელიც ყველას გვიყვარს და გვინდა განსაკუთრებულად, სასიამოვნოდ გავატაროთ და განცდილი შთაბეჭდილებები მთელი წელი გაგვყვეს მარაგად მომავალ ზაფხულამდე. ზოგს დრო არ აქვს ან უბრალოდ ვერ არჩევს სასურველ კურორტს დასასვენებლად და ადგილზე მოხვედრი შემდეგ იმედები უცრუვდება და იმას ვერ იღებს რაც სურდა. მინდა შემოგთავაზოთ ადგილები საქართველოში, სადაც სასიამოვნოდ გაატარებთ ზაფხულის თუნდაც ხანმოკლე და ნანატრ შვებულებას.

პირველი ასეთი ადგილი, რომელზეც ახლა გესაუბრებით არის დაბა აბასთუმანი. იგი სამცხე ჯავახეთში მდებარეობს. ადიგენსა და ახალციხესთან ახლოს. აბასთუმანში ჩამოედინება მდინარე ოცხი. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია და ვარსკვლავებსა და პლანეტებს დააკვირდეთ.

რაც შეეხება ისტორიულ ძეგლებს, აბასთუმანი არც მათ ნაკლებობას უჩივის. იგი ნამდვილად ისტორიული ადგილია. ეკლესია ''ახალი ზარზმა'', თამარის ციხე (9საუკუნე), მელნისის ციხე, თამარის ხიდი მდინარე ოცხზე, სამონასტრო კომპლექსი და ''მახვილოს ციხე'' - ამათ გარდა აქ შეგიძლიათ იხილოთ იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ძმის, უფლისწულ გიორგის მიერ აგებული ხის სასახლე. გიორგი აქ თვითონ ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა. ამ ყველაფრის გარდა, ანუ იმის გარდა რომ სანახავი და დასათვალიერებელი არ მოგაკლდებათ, შეგიძლიათ უბრალოდ ბუნების სილამაზით დატკბეთ და ისარგებლოთ. ვინაიდან აბასთუმანში ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავი ჰავაა. სუფთა ჰაერი და სამკურნალო წყლებიც არ დაგავიწყდეთ. მოკლედ ვისაც ზაფხულში თბილისის სიცხისაგან და დამღლელი რიტმისაგან განთავისუფლება და წყნარ, მყუდრო, სასარგებლო და საინტერესო ადგილას სურს დასვენება აბასთუმანი შესანიშნავი ადგილია. აქ მშვენივრად გაატარებთ დროს როგორც ოჯახთან ერთად, ისე მეგობართან ან სულაც მარტო.


მე პირადად დიდი სურვილი მაქვს.

image
code:


image



code:


image
code:


image
code:


image






8
1195
11-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
1195
  
2012, 26 სექტემბერი, 17:03
მაგარია აბასთუმანი რომ დაათვალიერებთ მერე მიხვდებით
2012, 21 ივლისი, 23:06
სღ ავტორ :) ნამდვილად გვესტუმრეთ... www.facebook.com/abastumani esec naxet :)
2012, 16 ივლისი, 12:29
გეთანხმები ,ნამდვილად
2012, 22 ივნისი, 11:27
წელს მინდა წასვლა აბასთუმანში 10 დღით, მაგრამ ჯერ ფიქრის პროცესში ვარ. ბევრი მეუბნება რომ იქ მოვიწყენ. მე რამდენადაც ვიცი ბევრი რამის ნახვა შემიძლია აბასთუმანში. იქნებ მირჩიო რა ვქნა:-))))))))
2012, 11 ივნისი, 17:45
მშობლიურო ჩემო მიწავ....... ყველაზე მაგარი მხარეა მესხეთი
2012, 19 მაისი, 0:18
მე ვიყავი წინა წელს აბასთუმანსი და ახლაც მივდივარ ლამაზია ძალიან:*
2012, 15 მაისი, 10:09
მე მაინც ჩემი ჰერეთი მირჩევნია
0 1 8