სხვა გოგონა ცოლად გაყვა ძაღლს 2014, 5 სექტემბერი, 14:32 საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ინდოეთის ჩრდილოეთით, სადაც 18 წლის მანგლი მუნდა ცოლად გაყვა მაწანწალა ძაღლს.
ჯვრისწერის ცერემონია სოფლის უხუცესთა საბჭოს მოთხოვნით ჩატარდა.საბჭოს წევრები აცხადებენ რომ მხოლოდ ამ მეთოდითაა შესაძლებელი გოგონა განთავისუფლდეს იმ მავნე სულებისგან, რომლებიც მათი განცხადებით ახვევია მის თავს.
გოგონას სჯერა რომ რამოდენიმე თვის შემდეგ მას შეეძლება ცოლად გაყვეს საყვარელ მამაკაცს, თუმცა მანამდე მოუწევს მზრუნველობა გაუწიოს უსახლკარო ძაღლს, რომელიც ჯვრისწერის ცერემონიაზე საგანგებოდ მორთული მანქანით მიიყვანეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოეთის ამ რეგიონში გოგონები ცოლად მიყვებიან ძაღლს.
18 წლის ინდოელის განცხადებით მხოლოდ ამ მეთოდს შეუძლია განდევნოს მისგან მავნე სულები მაგალითად კი მოყავს თავისი მეგობრები, რომლებიც ანალოგიურად მოიქცნენ და ეხლა საკმაოდ ბედნიერი ოჯახი ყავთ. 101 2-ს მოსწონს
|