x
image
akkai
ბრაზილია-კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა
რიო დე ჟანეიროს ცნობილ მარაკანას სტადიონზე ერთმანეთს ბრაზილიისა და მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ესპანელები შეხვდნენ.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და მთელი თამაში მათი უპირატესობით მიმდინარეობდა.ესპანელებისთვის განგაშის ზარი შეხვედრის მე- 2 ე წუთზე გაისმა, როდესაც ბრაზილიელმა ფრედმა ისარგებლა ესპანელების დაცვის ხაზში შექმნილი არეულობით და მეკარის მოედანზე წაქცეულმა მოახერხა იკერ კასილას დამწუხრება.ტაიმის ბოლოს ბარსას ახალწვეულმა ნეიმარმა ისარგებლა ოსკარის იდეალური პასით და მარცხენა ფეხით დაურტყა ესპანელთა კიპერს, რომელმაც ვერ მოახერხა მოეგერიებინა ახლო კუთხეში საკმაოდ ძლიერად დარტყმული ბურთი.

მესამე და ამ შეხვედრაში საბოლოო ბურთი ბრაზილიამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა და გოლის ავტორი ამჯერადაც ფრედი აღმოჩნდა, ამ შეტევაშიც აღნიშვნის ღირსია ბარსას ახალწვეულის ნეიმარის მოქმედება, რომელმაც კარგად გაატარა ბურთი და მისცა საშუალება ფრედს მოჭრილი დარტყმით მეკარისთვის შორეულ კუტხეში გაეტანა ბურთი.

ესპანელებს შეეძლოთ პრესტიჟის ბურთი გაეტანათ, თუმცა სეხიო რამოსმა 11 მეტრიანის ნიშნულიდან კარს საერთოდ ააცილა.


მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს შეხვედრის 10 კაცით დასრულება მოუწიათ. მსაჯმა უხეშობა არ აპატია ხერარდ პიკეს, რომელმაც აწ უკვე მისივე თანაკლუბელ ნეიმართან იუხეშა.

image




0
22
3-ს მოსწონს
ავტორი:akkai
akkai
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0