სხვა გამომგონებლები,რომლებიც დაიღუპნენ თავიანთი გამოგონების შედეგად 2014, 4 სექტემბერი, 13:39 1-ფრანც რაიხელტი-იგი აგრეთვე ცნობილი იყო მეტსახელით "მფრინავი თერძი", დაიღუპა ლაბადა-პარაშუტის გამოცდის დროს, რომელიც თავის გამოგონებული იყო.რაიხელტი ეიფელის კოშკიდან გადმოხტა, მაგრამ პარაშუტმა არ გაამართლა.
2-მაქს ვალიე-დაიღუპა მისივე გამოგონილი ავტომობილის ტესტირების დროს, რომელიც ალკოჰოლზე მუშაობდა.ავტომობილი აფეთქდა.
3-ოტო ლილიენტალი-გამომგონებელი, რომელსაც "პლანერების მეფეს" უწოდებდნენ. დაიღუპა მორიგი თავის გამოგონილი პლანერის გამოცდის დროს. 4-მარია კიური-მეცნიერმა ქალმა აღმოაჩინა რადია, ქმართან ერთად რადიაქტიულ კვლევებზე მუშაობდა და ბედის ირონიით რადიაციულმა გამოსხივებამ მოკლა. 5-უილიამ ბალოკი-გამოიგონა როტაციული საბეჭდი მანქანა, მისი მონტაჟის დროს ფეხი მანქანის ქვეშ მოუყვა, რამაც განგრენა და გამომგონებლის სიკვდილი გამოიწვია. 6-სილვესტრ როპერი-გამომგონებელმა შექმნა პირველი ორთქლზე მომუშავე ველოსიპედი და გამოცდის დროს ავარიაში მოყვა, დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა. 7-თომას ენდრიუსი-იყო საზღვაო-სამხედრო ინჟინერი და არქიტექტორი, მან დააპროექტა "ტიტანიკი", ის დაიღუპა მისსავე დაპროექტებულ გემზე პირველივე რეისში. 8-კარელ სოუჩეკი-მან გამოიგონა სპეციალური კასრი ტრიუკებისათვის და დაიღუპა ჰიუსტონის სტადიონზე სადემონსტრაციო ჩვენების დროს. 9-ჰორაციო ლოუსონ ჰანლი-დაიღუპა მისივე გამოგონილ წყალქვეშა ნავში ტესტირების დროს. 10-ჟან-ფრანცუა პილატრ დე როზი-ჟან ფრანცუა პირველი ადამიანი იყო, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა თავისავე დაპროექტებულ საჰაერო ბურთში. 612 9-ს მოსწონს
|