რელიგია არქიმანდრიტი ანთიმოზი-" სულ ნაციონალური მოძრაობა ''აპრავებს" კაზანტიპს! " 2014, 30 აგვისტო, 12:06 ![]() არქიმანდრიტი ანთიმოზი 52 წლის მამაოა, ერისკაცობაში იგი თამაზ ბიჩინაშვილი იყო. არქიმანდრიტი ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ქვეშ და პრესისი ფურცლებზე, რადგან იგი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ხშირად ისეთ სტატუსებს წერს, რაც თითქოსდა საულიერო პირისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. მან ასევე ყინულიანი წყლის გადასხმის აქციაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც მამაოს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ მას წყალი გრძელფეხება და მოკლე შორტიანმა ქალბატონმა გადაასხა. არქიმანდრიტმა ამის შემდეგ ასეთი პოსტი გააკეთა: "შენდობას ვთხოვ ყველას. სასულიერო პირისთვის არ არის რეკომენდირებული წყალის გადასხმა, მას შეუძლია აქციაში მიიღოს მონაწილეობა ფულის გადარიცხვით. უბრალოდ, თაკო თვაურისთვის გავაკეთე ეს. იმედია, სხვა სასულიერო პირები არ მომბაძავენ! არქიმანდრიტი ანთიმოზი" ![]() ![]() ![]() 61 1-ს მოსწონს
|