x
image
ციცი
Mediator image
"ვისაც ციანიდის ზღაპარი სასაცილოდაც არ გვყოფნის..."-ირინა სარიშვილი

image
წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ქართველი პოლიტიკოსი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია სოციალური ქსელით გამოეხმაურა:


"ესე იგი ვისაც ციანიდის ზღაპარი სასაცილოდაც არ გვყოფნის და ამ მეხამრიდი სისულელის მიღმა მზაკვრულ ჩანაფიქრს ვხედავთ, ისინი მასხრად ვიგდებთ ეკლესიას ხო???
არ დაიღალეთ ამდენი ფარისევლობით???
პატრიარქზე შეყვარებულები ყველა ერთად რომ შეგკრიბოთ, მეასედს ვერ მოაგროვებთ იმ დამოკიდებულებისა სუფთა ადამიანურად, რაც წლების განმავლობაში მე ამ ადამიანის მიმართ ჩამოყალიბებული მაქვს და რაც ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მაიძულებს უამრავი რაღაც არ ვთქვა... ეს უკვე ჩემი საქმეა და მადლობელი ვარ ყველასი, რომელიც ამას გრძნობს და კონკრეტული ადამიანების მიმართ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების დაფიქსირებას ჩემს კედელზე ერიდება...
მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებების გამო ერთმანეთში ავურიო ტყუილი და მართალი, დავყრუვდე, დავბრმავდე და არ დავინახო ის საფრთხე, რაც ამ გამაოგნებლად სულელური ვერსიის უკან დგას!
მასხრად საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და საკუთარ თავებსაც სწორედ ისინი იგდებთ, რომლებსაც ქვევრის ფუნქცია გაქვთ და რასაც ჩაგძახებენ იმას ამოიძახებთ პირჯვრის გამალებული წერით!
მე მიწაზე დავრჩები სანამ ცოცხალი ვარ და თქვენ, ვინც სიცოცხლეშივე ზეცად ამაღლდით, მიწასთან მაინც ახლოს იფრინეთ რომ დანარცხებისას კვახივით არ გასკდეთ!
ის რაც ქვეყნისთვის ცუდია, ყველასთვის ცუდია და ამის გაგება მხოლოდ ფარისევლებს არ უნდათ!"
image

1
1563
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1563
  
2017, 21 თებერვალი, 11:05
პოლიტიკური პროსტიტუტკა
0 1 1