იარაღი და ტექნიკა ჯაშუშთა საიდუმლო აღჭურვილობანი 2014, 27 აგვისტო, 9:19 ავტოკალამი:იაპონური კომპანიის მიერ დამზადებული ავტოკალამი აღჭურვილია სენსორული ციფრული კამერით, შეუძლია 500 სურათის შენახვა. მოწამლული ქოლგა:ბევრ თქვენთაგანს უნახია ალბათ ცნობილი ფრანგული კომედია "ჩხვლეტა ქოლგით", მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეს უბრალოდ, მხიარული ფილმის სცენარისტის ფანტაზიის ნაყოფია. 1978 წელს ბულგარელი დისიდენტი გიორგი მარკოვი სწორედ მსგავსი შხამიანი ქოლგით იქნა მოკლული ავტობუსის გაჩერებაზე. კედელში ჩამონტაჟებული კამერა:ამ მოწყობილობას განსაკუთრებით აქტიურად აღმოსავლეთ გერმანიის დაზვერვის სამსახური ხმარობდა, როგორც წესი ვიდეოთვალი სასტუმროს ნომერში მონტაჟდებოდა. საათი-კამერა :შეიქმნა 1949 წელს გერმანიაში, ჯაშუში ვითომ საათს დახედავდა, სინამდვილეში ფოტოებს იღებდა.საათს 6 კადრის გადაღება შეეძლო. ცარიელი ფურცლის წასაკითხი მოწყობილობა:ესეც აღმოსავლეთ გერმანიაში იყო შემუშავებული, საიდუმლო დოკუმენტისთვის სპეციალური ავტოკალამი გამოიყენებოდა.ფურცლის წაკითხვა მხოლოდ ულტრაიისფერი სხივებით და სპეციალურად შემუშავებული ტალღების სიხშირით იყო შესაძლებელი. ჯაშუში-ფეხსაცმელი : ეს ფეხსაცმელი სუკის მიერ იყო შემუშავებული 60-იან წლებში.ქუსლში ჩამონტაჟებული იყო რადიოგადამცემი, მიკროფონი და ელემენტები.მსხვერპლი მოსიარულე რადიოსადგური ხდებოდა. ღილი-კამერა:სუკის მიერ იყო შემუშავებული. ქურთუკზე მიმაგრებული ღილი-კამერა დისტანციური პულტით იმართებოდა. ტუჩის პომადა-პისტოლეტი:სუკის მიერ შემუშავებული პომადა პისტოლეტი ერთჯერად გასროლაზე იყო გათვალისწინებული.დასავლეთში მას "სიკვდილის კოცნა" შეარქვეს. საცვალი:ცსს-ს მიერ შემუშავებულ საცვალში GPS-ის ჩიპია შეუმჩნევლად ნაკერებში ჩამონტაჟებული, ამით შესაძლებელია პიროვნების გადაადგილების და ადგილსამყოფელის მუდმივი კონტროლი. მონაცემები მობილურ ტელეფონზე გადაიცემა. ჯაშუში-მწერი-Insectohopter-შეიმუშავა ცსსმ 1970-იან წლებში, მიკრო უპილოტო საფრენი აპარატი. პისტოლეტი-ჯვარცმა:სკანდალური გამოგონება, რელიგიური სასიკვდილო ატრიბუტი.9 მმ. კალიბრით, დამამზადებელი უცნობია, თუმცა სად შეიძლება მოსვლოდათ აზრად მისი დამზადება, ანუ რომელ სისტემაში, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. სამკაულები:აგენტს სამკაულებში დ ჩანთაზე ჩამონტაჟებული ჰქონდა მიკროკამერა, ჯაშუშს შეეძლო თან დაელია კოქტეილი, თან ეცეკვა და პარალელურად ეწარმოებინა გადაღება. ვერცხლის დოლარი-შიგნით ინახებოდა უწყება ან მიკროფილმი. 427 6-ს მოსწონს
|