ვირუსი რომელსაც დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში უკვე 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ებოლას ვირუსის არსებობის 50-წლიან ისტორიაში წელს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი და
სიკვდილიანობის ყველაზე ბევრი შემთხვევა ფიქსირდება.
ებოლას ვირუსით, რომელიც ძირითადად მღრღნელებით ვრცელდება, უკვე 2000-მდე ადამიანია ინფიცირებული.
ებოლას ჰემორაგიული ცხელება ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფს მიეკუთვნება.
ებოლას ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადამიანი ინფიცირდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ორი გზით:
- ინფიცირებულ სისხლთან პირდაპირი კონტაქტი;
- სისხლით კონტამინირებულ საგნებთან კონტაქტი.
რა სიმპტომებით ხასიათდება ვირუსული ინფექცია, რომლის დროს გადარჩენის შანსი მინიმალურია, სიმპტომები ინფიცირებიდან 2–დან 21 დღემდე ვითარდება. პაციენტებს ძირითადად შემდეგი ნიშნები აქვთ: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, სისუსტე, დიარეა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, უმადობა.
აღნიშნული ვირუსი ფილოვირუსების ოჯახის მიეკუთვნება, იგი 1976 წელს გამოყვეს ზაირში, ებოლას რაიონის სოფელ იამბუხუში
ავადმყოფის სისხლისაგან. ადამიანში იწვევს მძიმე ინტოქსიკაციით, გამონაყრით, კანქვეშა და შინაგანი სისხლჩაქცევებით მიმდინარე ცხელებას.