სხვა რატომ შეიქმნა თავზე ყინულიანი წყლის გადავლების პროექტი?? ე.წ. Ice Bucket Challenge 2014, 25 აგვისტო, 18:59 ბოლო ერთი თვის მანძილზე ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა სოციალურ ქსელში ე.წ. თავზე ყინულიანი წყლის გადასხმით გამოწვეულ სხვადასხვა ცნობადების ვიდეო მაგალითებს, რომლებიც პროექტის თანახმად ყინულიან წყალს ივლებდნენ საკუთარი ნებით ან მეგობართა დახმარებით და შემდეგ გამომწვევს კი ნება-სურვილით ირჩევდნენ, რომელსაც 24 საათის მანძილზე უნდა შეესრულებინა დავალება, რაც უნდა ვიდეოს საშუალებით აღებეჭდა და დაედო სოც-ქსელში. აღნიშნული პროექტი ბევრისთვის ძალზედ სახალისო აღმოჩნდა, ბევრმა ამაზე უარყოფითი აზრი გამოხატა, ხოლო ბევრმა ცნობადმა კი გამოწვევაზე უარი განაცხადა. სად, როდის და რატომ შეიქმნა პროექტი სახელწოდებით Ice Bucket Challenge-ი ალბათ ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის.
ე.წ. Ice Bucket Challenge-ი ერთ-ერთ მოდურ ტრენდს წარმოადგენს ამ ეტაპზე გლობალურ სახელგანთქმულ პროექტებში. ყინულიანი გამოწვევა თავდაპირველად დაიწყო ა.შ.შ-ში. დადგენილი წესების შესაბამისად კი პოლიტიკოსები, მსახიობები, მუსიკოსები, ცნობილი ბიზნესმენები და სხვანი იღებენ პროექტში მონაწილეობას, რომელიც შეიქმნა განუკურნებელი, ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულთა ყურადღების მისაპყრობად და გასამხნევებლად. ვიდეო ფლეშმობებს კი მილიონობით ნახვები უგროვდება, რამაც თვის მანძილზე შემოსავალი 15 მილიონი $ მოუტანა, რომელიც რაღა თქმა უნდა დაავადებულთა სპეციალურ ფონდ ALS-ში გადარიცხეს. პროექტში კი მთელი მსოფლიო ჩაერთო. პროექტში უამრავმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა- Mark Zuckerberg, Bill Gates, Dwayne Johnson, Steven Spielberg, Lady Gaga და სხვა, განსაზღვრულმა ნაწილმა კი გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ახლა კი სახასიათოდ გთავაზობთ Ice Bucket Challenge-ის პროექტთან დაკავშირებულ სახალისო ფოტოკრებულს: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 383 12-ს მოსწონს
|