x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ში სახელმწიფო მოხელეებს ეკრძალებათ წყლის გადასხმა
image

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა მოხელეებს, ელჩებს და სხვა თავის თანამშრომლებს თავი შეიკავონ საქველმოქმედო აქციაში Ice Bucket Challenge-ში მონაწილეობისგან, იუწყება The Washington Post-ი.


როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა მარი ჰარფმა აუწყა ჟურნალისტებს, "ამერიკელ ელჩებს და სხვა ფედერალურ ჩინოვნიკებს ეკრძალებათ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა".

image


ჰარფმა განმარტა, რომ ეთიკური ნორმების თანახმად ჩინოვნიკებს ეკრძალებათ დაეხმარონ საქველმოქმედო ორგანიზაციას, "როგორი კეთილშობილური არ უნდა იყოს მოტივი".


ამასთანავე ჰარფმა აღნიშნა, რომ "Ice Bucket Challenge" უდავოდ კარგი წამოწყებაა.


უფრო ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ გადაისხავს ყინულიან წყალს.ეს გახლდათ პასუხი ჯასტინ ბიბერის გამოწვევაზე.(ცნობისთვის, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, თითქოს ბარაკ ობამა ყინულიან წყალს ისხავს ყალბია.)


ბოლო მონაცემების თანახმად, მთელი აგვისტოს განმავლობაში ლუ გერიგის სინდრომით დაავადებულთა სამკურნალოდ თანხის შეგროვებაში მონაწილეობდნენ ბიზნესმენები, ხელოვნების მუშაკები, სპორტის და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები და რიგითი მოქალაქეები. ყინულიანი წყალი გადაივლო ამერიკის ექს-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში უმცროსმაც.

3
411
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
411
  
2014, 25 აგვისტო, 11:19
გეთანხმები.
2014, 24 აგვისტო, 15:00
ეს მარტო ამერიკას არ ეხება,რომელი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა მიიღო აქციაში მონაწილეობა? არცერთმა..სახელმწიფო მოხელისგან არ შეიძლება..იმიტომ რომ სახელმწიფო მოხელე ქვეყნის სახელით მოქმედებს...თუ ჩასარიცხია რამე ქვეყნის სახელით უნდა გააკეთოს..ეს იმ ქარაქუცა მოდას აყოლილი ქართველი "ცნობილების " გასაგონად....ჩვენს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრს რომ იწვევენ....
2014, 24 აგვისტო, 13:58
დიახ რა თქმა უნდა თუ არ გაერთნენ და პეარი არ გაიკეთეს ისე ვის ახსენდება ქველმოქმედება!!! მაგრამ მაინც მიხარია ასე თუ ისე თანხა გროვდება და ქველმოქმედებას მოხმარდება.
0 1 3