x
image
პერსეპოლისი
ყველაზე დასამახსოვრებელი კაბები ემის ცერემონიაზე, ბოლო 10 წლის განმავლობაში

image


ემი ამერიკული სატელევიზიო პრემია არის, რომელიც პირველად, 1949 წლის 25 იანვარს გაიცა ჰოლივუდის სპორტულ კლუბში.
წელს, 25 აგვისტოს, ემის მორიგი, 66-ე დაჯილდოების ცერემონიალი
გაიმართება, რისთვისაც მოწვეული სტუმრები და ე.წ. მთავარი გმირები, ანუ ნომინაციაზე წარდგენილები, უკვე ლოს- ანჟელესში იმყოფებიან.
მსგავსი ცერემონიალები ყოველთვის გამოირჩევა მოწვეული
სტუმრების ჩაცმულობით, რომლებიც თავს წითელ ხალიჩაზე იწონებენ და დიდხანს პოზირებენ კამერების წინ. თითოეული ასეთი საღამოს შემდეგ, კრიტიკოსები საუკეთესო კაბის მქონე ვარსკვლავებს არჩევენ, რაც ერთგვარად, მოდის ტენდეციასაც ქმნის.
მოახლოვებულ ცერემონიასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ამერიკულმა საიტმა, მოდის კრიტიკოსების აზრის გათვალისწინებით, შეადგინა ყველაზე დასამახსოვრებელი კაბების სია, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში (2003-2013), ემის დაჯილდოების ცერემონიაზე ამა თუ იმ ვარსკვლავს უტარებია.
შევეცადე, რომ ამ დიდი სიიდან, ჩვენთვის კარგად ნაცნობი
ვარსკვლავები შემერჩია. მათ შორის, რამდენიმე მეორდება, მაგრამ სხვადასხვა კაბით. როგორც ჩანს, მათი გემოვნება კრიტიკოსებისთვის ყოველწელს მისაღები აღმოჩნდა. ერთ-ერთი ასეთია ევა ლონგორია, რომელიც მართლაც ყოველთვის გამოირჩევა. სოფია ვერგარა, ჰეიდი კლუმი და ა.შ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


2
247
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
247
  
2014, 23 აგვისტო, 12:55
ბევრი ძალიან ჩვეულებრივი კაბაა. სულ რამდენიმე მომეწონა.
2014, 23 აგვისტო, 11:23
ზოგი განსაკუთრებით კარგი იყო
0 1 2