სიმშვიდე და დაძაბულობა: – თქვენ თავი გისკდებათ პრობლემებისგან და უძლური ხართ ძალები მოიკრიბოთ. აღმოსავლელი მკურნალები ამ შემთხვევაში რჩევას გაძლევენ: - მუხლებზე დადგეთ და შუბლთან მიიტანოთ ხელები ისე, რომ საჩვენებელი თითები წარბებს შორის გეხებოდნენ. თვალები დახუჭულია. ამ მდგომარეობაში დარჩით რამდენიმე წუთი და თქვენ ისევ მოიპოვებთ სიმშვიდეს და საღად აზროვნებას.
კისერში სიმძიმის შეგრძნება: – ხელები თავს უკან კისერზე ისე დაიწყეთ, რომ თითების ბოლოები დაახლოებით სანტიმეტრით იყოს დაშორებული ხერხემალთან. აკურატულად, მაგრამ საკმაოდ ძლიერ დააჭირეთ თითები ამ წერტილებზე. ამ დროს თვალები დახუჭული უგნდა იყოს, სუნთქვა – თანაბარი, ღრმა, მთელი გულმკერდით.
აღადგენს ძალას და სიმხნევეს: – მოხარეთ ხელები იდაყვში. ხელის მტევნები მოამრგვალეთ და ორივე უკანა მხარზე დაიწყეთ. ნეკნების წრიული მოძრაობით შეუდექით მხარის მასაჟს. ამასთან, ხელები რაც შეიძლება უკან, ზურგისკენ გადასწიეთ. ისუნთქეთ მშვიდად და ზომიერად. მასაჟი უნდა გაკეთდეს ერთ წუთში.
მხარის მოდუნება: – გაიშვირეთ ხელი წინ, მეორე ხელით ქვემოდან დაიჭირეთ და ამ მდგომარეობაში დააფიქსირეთ. შემდეგ მოხარეთ და 30 წამის განმავლობაში დიდი და საჩვენებელი თითები დააჭირეთ იმ წერტილზე, რომელიც იდაყვის ქვემოთაა ერთი სანტიმეტრით. იგივე გაიმეორეთ მეორე ხელით.