თავის მოვლა ყელის ნაოჭი ქალის ასაკს გათქვამს 2014, 28 მარტი, 23:30 ქალის ასაკს, ყველაზე მეტად ყელი ამხელს, ამიტომ წინასწარ ყველაფერი იღონეთ მისი მოდუნებისა და ნაადრევი სიბერის ნიშნების წინააღმდეგ. რაც შეეხება, უკვე გაჩენილ ნაოჭებს, მასთან ბრძოლა და დამარცხებაც შესაძლებელია. ნუ გაიფუჭებთ ხასიათს იმის გამო, რომ ყელზე კანი მოშვებული გაქვთ - ეს შეგიძლიათ გამოასწოროთ, თუ გაითვალისწინებთ სხვადასხვა რჩევებს, რაც ამ პრობლებისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ და სილამაზეს მოგანიჭებთ. * ძილის დროს, ნუ დადებთ თავს მაღალ ბალიშზე. ამით თავიდან აიცილებთ ნაადრევ ნაოჭებს ყელზე. ნიღბები, ყელზე გაჩენილი ნაოჭების წინააღმდეგ: * ცოტაოდენი მცენარეული ზეთი გადმოასხით პატარა ჭურჭელში და შეათბეთ ცხელწყლიან ჯამში. შემდეგ, ბამბის ტამპონით წაისვით ყელზე და შეიხვიეთ ოთხად დაკეცილი რბილი ქსოვილით. ნახევარი საათის შემდეგ, ქსოვილი მოიხსენით. კანი ზეთს შეიწოვს ნარჩენი კი, ქაღალდის ხელსაწმენდით შეიმშრალეთ. * 1 კვერცხის გულის, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და ნახევარი ლიმონის წვენი. ნარევი წაისვით ყელზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. აგრეთვე, ნაოჭებიანი და მოდუნებული ყელისათვის რეკომენდირებულია შემდეგი მასაჟი: * 2-3 ჯერ კვირაში, რეგულარულად შეიზილეთ მცენარეული ზეთი (უკეთესია ზეითუნის ზეთი) ან კოსმეტიკური რძე, ერთი მუჭა მარილი დანამეთ და წაისვით წრიული მოძრაობით ლავიწიდან ნიკაპამდე, ვიდრე კანი ოდნავ არ გაწითლდება. შემდეგ, საჭიროა ცხელი კომპრესი: რამდენიმე ფენა დოლბანდი დაასველეთ ცხელ წყალში გაზავებულ რძეში და დაიდეთ ყელზე. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე, შემდეგ მოიბანეთ ცივი წყლით და წაისვით კრემი. 693 2-ს მოსწონს
|