კონფლიქტები ქართველი მებრძოლის წერილი უკრაინიდან - სააკაშვილს 2014, 19 აგვისტო, 11:39 მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს ქალაქები გადააქციეთ ბარაკებიდან სუფთად, მოვლილ და კომფორტულ საცხოვრებლად. მადლობა, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს მიეცით მაგალითი და არა მარტო მათ, თუ როგორ შეიძლება იცხოვრო ღირსეულად და ასევე დინამიურად ვითარდებოდე, ისე რომ არ იდგე თავდახრილი მონღოლური ტრადიციების მიმდევრების წინაშე.
მადლობა იმისთვის რომ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე სისხლისმსმელი იმპერიასთან ბრძოლაში არ შეუშინდით ბრძოლის ველზე მარტო ყოფნას. მადლობა იმისთვის, რომ თქვენი სახით ქვეყანას ჰყავდა ალბათ უკანასკნელი იდეური მებრძოლი… მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ემიგრანტებს, მოგვეცით უფლება გვეამაყა ჩვენი მშობლიური ქვეყნით მის საზღვრებს გარეთ. მადლობა დაუღალავი მცდელობისთვის გემცნოთ მსოფლიოსთვის აფხაზეთის ტრაგედია. მადლობა, რომ გვანახეთ დემოკრატიული არჩევნები და არ დაიწყეთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ხტუნაობა, როგორც ერთი ქვეყნის ორი ლილიპუტმა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრების მთავარ მიზნად დაისახეთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. მადლობა იმ დაშვებული შეცდომებისთვის, რომელიც სიმანდვილეში იქცა შეუფასებელ გამოცდილებად, იმიტომ რომ არ იყო კრიტიკული ქვეყნისთვის. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ არასდროს გაღიზიანებდათ ქართველი ერი, ღირსეულად იტანდით დარტყმას და მშვიდად ღებულობდით თქვენს მიმართ ისტერიკულ გამოხტომებს თქვენს მიმართ. ეს მეტყველებს წმინდა სიყვარულზე თქვენი ქვეყნის მიმართ.. მადლობა, რომ არ იყავით სნობი (დობერმანი ) 2350 5-ს მოსწონს 3-ს არა |
ეს დობერმანაა თუ გოშია ალბათ ოდესაში კაი ადგილზე უნდა გადასვლა ბიჭს