საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სინოდის წევრები და სამღვდელოება საზეიმო წირვას ზუგდიდში აღავლენს, მოგვიანებით კი პარაკლისს ანაკლიაში გადაიხდიან.
"ა.წ. 19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ქ.ზუგდიდში, ივერის
ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდება 10:00 სთ-ზე,
რომელსაც აღავლენენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და
სამღვდელოება.
15:00 სთ-ზე კი გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში.
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ამ დღეს დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას" - ნათქვამია განცხადებაში.