x
image
beko777
Mediator image
სამამამთილომ სააბაზანოში შემოგვისწრო
სასიყვარულო კურიოზი - სამამამთილომ სააბაზანოში შემოგვისწრო


imageქალისათვის სიყვარულის წლები ყოველთვის დაუვიწყარი დროა და რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, თუ სიყვარული არ გამქრალა და ბედნიერად დასრულდა, დადებითი ემოციების გამომწვევია. მე კი ყველაფერთან ერთად ღიმილით მახსენდება წარსული.
ჩემს მომავალ ქმართან შეხვედრები ადრე დავიწყე. მე 17 წლის ვიყავი, ის კი – 19-ის ხდებოდა. ინტიმურ ურთიერთობებს ნელ-ნელა ავუღეთ ალღო და თუ თავიდან მხოლოდ ვცელქობდით, 4 თვის შემდეგ უკვე სრულფასოვანი პარტნიორები ვიყავით. ქალიშვილობის დაკარგვას არ ვნაღვლობდი, რადგან თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი დათოში, მის გრძნობებში და კეთილშობილებაში. მაგრამ ცხადია ყოველივე ამას მშობლებისგან ვმალავდით.


imageერთხელ გადავწყვიტეთ, რომ ცუდი არ იქნებოდა სააბაზანოში გვესიყვარულა. წარმოვიდგინეთ, როგორ ვიჭყუმპალავებთ, ვქაფავთ ერთმანეთს, ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ ვიკოცნავებთ და უკვე წამოვენთეთ. ზაფხული კი იყო, მაგრამ მაინც ცხელ წყალში გვსურდა ნებივრობა, რისი საშუალებაც დათოს სახლში უფრო იყო, მითუმეტეს, რომ შინ არავინ ჰყავდა.


ყველაფერი მოვამზადეთ, გავშიშვლდით და სააბაზანოში ჩავიკეტეთ და ის იყო თავდავიწყებამ აგვიტაცა, უცებ... კარების გახსნის ხმა გაისმა. დათოს მამა დაბრუნდა სამსახურიდან! შიშისგან კინაღამ კრუნჩხვებში ჩავარდი. გავიტრუნეთ და დედიშობილები ჩახუტებით ვამშვიდებდით ერთმანეთს. მაგრამ ნურას უკაცრავად: მამამისმა სააბაზანო კინაღამ შემოანგრია: „ბიჭო დათო! ხელები დამაბანინე“. დათომ საზრიანობა გამოიჩინა: „ჰო, ჰო, ახლავე... თავი მაქვს გასაპნული“. აბაზანაში ქაფის ფლაკონი ჩაცალა, ქაფქაფა ცხელი წყალი მოუშვა, რათა მეტი ორთქლი დამდგარიყო. მე კუთხეში მიმყუჟა და ფარდა გამომიწია, თან ქაფში ამომგანგლა, მოკლედ შემნიღბა. როცა კარები გაიხსნა, მამამისს თითქმის ხელების ფათურით მოუხდა ნიჟარის მოძებნა. ხელები დაიბანა, წაიბუხზღუნა, მერე კიდევ ნახევარი საათი იბაჯბაჯა სახლში და წავიდა.



imageმთელი ამ ხნის განმავლობაში სააბაზანოდან არ გამოვსულვართ და დამდუღრებულებივით გამოვარდით, როგორც პირდაპირი, ისე სხვა გაგებით. სუნთქვა გვეკროდა სიცხისგან. მხოლოდ მერე შევნიშნე სააბაზანოს საკიდურზე გამოფენილი ჩემი ლიფი და ტრუსები, რომლებიც სამამთილოს არც კი შეუნიშნავს. მგონი, როცა პირსახოცს ვერ მიაგნო, ერთ-ერთზე შეიწმინდა ხელები. სწრაფად ჩავიცვით და გამოვცვივდით. დათომ სახლამდე გამაცილა. სახლის კარები დედამ გაგვიხსნა და სიხარულით მითხრა: „კალონკაზე ცხელი წყალი აინთო, გაზს წნევა მიეცა! ჩქარა დაიბანე, თორემ გაწყდება“. მე და დათომ ჩაბჟირებამდე ვიცინეთ.


ხლა უკვე 10 წლის ცოლ-ქმარი ვართ. გვყავს ერთი შვილი – ქეთი. ეს ისტორია არავისთვის არ მომიყოლია. თქვენ ხართ გამონაკლისი, ბავშობიდან თქვენს ჟურნალზე გაზრდილი ვარ და მადლობა თქვენ იმ ბედნიერი წლების ჩუქებიდთვის რომელსაც "ვარსკვლავების" ეპოქა ქვია <3, მიყვარხართ და თქვენც გაიცინეთ ამ ჩემს აცანცარებაზე :))
ზიზი ჭ.

4
3468
8-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
3468
  
2016, 14 აგვისტო, 14:47
კაი იყო
2014, 14 აგვისტო, 23:57
შევიძენ და გადავხედავ :) პირველად გავიგე
2014, 14 აგვისტო, 23:56
"ვარსკვლავები"
2014, 14 აგვისტო, 23:09
ბატონო ბექა რომელ ჟურნალზეა საუბარი თუ საიდუმლო არ არის?
0 1 4