ქალი და მამაკაცი სამამამთილომ სააბაზანოში შემოგვისწრო 2014, 14 აგვისტო, 22:45 სასიყვარულო კურიოზი - სამამამთილომ სააბაზანოში შემოგვისწრო
![]() ჩემს მომავალ ქმართან შეხვედრები ადრე დავიწყე. მე 17 წლის ვიყავი, ის კი – 19-ის ხდებოდა. ინტიმურ ურთიერთობებს ნელ-ნელა ავუღეთ ალღო და თუ თავიდან მხოლოდ ვცელქობდით, 4 თვის შემდეგ უკვე სრულფასოვანი პარტნიორები ვიყავით. ქალიშვილობის დაკარგვას არ ვნაღვლობდი, რადგან თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი დათოში, მის გრძნობებში და კეთილშობილებაში. მაგრამ ცხადია ყოველივე ამას მშობლებისგან ვმალავდით. ![]() ყველაფერი მოვამზადეთ, გავშიშვლდით და სააბაზანოში ჩავიკეტეთ და ის იყო თავდავიწყებამ აგვიტაცა, უცებ... კარების გახსნის ხმა გაისმა. დათოს მამა დაბრუნდა სამსახურიდან! შიშისგან კინაღამ კრუნჩხვებში ჩავარდი. გავიტრუნეთ და დედიშობილები ჩახუტებით ვამშვიდებდით ერთმანეთს. მაგრამ ნურას უკაცრავად: მამამისმა სააბაზანო კინაღამ შემოანგრია: „ბიჭო დათო! ხელები დამაბანინე“. დათომ საზრიანობა გამოიჩინა: „ჰო, ჰო, ახლავე... თავი მაქვს გასაპნული“. აბაზანაში ქაფის ფლაკონი ჩაცალა, ქაფქაფა ცხელი წყალი მოუშვა, რათა მეტი ორთქლი დამდგარიყო. მე კუთხეში მიმყუჟა და ფარდა გამომიწია, თან ქაფში ამომგანგლა, მოკლედ შემნიღბა. როცა კარები გაიხსნა, მამამისს თითქმის ხელების ფათურით მოუხდა ნიჟარის მოძებნა. ხელები დაიბანა, წაიბუხზღუნა, მერე კიდევ ნახევარი საათი იბაჯბაჯა სახლში და წავიდა. ![]() ახლა უკვე 10 წლის ცოლ-ქმარი ვართ. გვყავს ერთი შვილი – ქეთი. ეს ისტორია არავისთვის არ მომიყოლია. თქვენ ხართ გამონაკლისი, ბავშობიდან თქვენს ჟურნალზე გაზრდილი ვარ და მადლობა თქვენ იმ ბედნიერი წლების ჩუქებიდთვის რომელსაც "ვარსკვლავების" ეპოქა ქვია <3, მიყვარხართ და თქვენც გაიცინეთ ამ ჩემს აცანცარებაზე :)) ზიზი ჭ. 3468 8-ს მოსწონს
|