სხვა ტუნისის უდაბნოში მოულოდნელად ტბა გაჩნდა(ვიდეო) 2014, 14 აგვისტო, 18:27 სამი კვირის წინ მწყემსებმა მოზრდილი ტბა აღმოაჩინეს ქალაქ გაფსადან 25 კილომეტრში.
ტბა, რომელიც მოულოდნელად აღმოცენდა გვალვიან მიწაზე, შესაძლოა რადიოაქტიური იყოს, ვარაუდობენ მეცნიერები. ოაზისი, რომელსაც მოსახლეობამ უკვე შეარქვა ორი სახელი "გაფსის ტბა და "გაბსი-ბიჩი", ნამდვილ მაგნიტად იქცა ადგილობრივ მოსახლეობაში. ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აუხსნია, საიდან უნდა წარმოშობილიყო უდაბნოში მოულოდნელად ტბა, თუმცა გეოლოგები ვარაუდობენ, რომ ოაზისი შესაძლოა სეისმურმა აქტივობამ წარმოქმნა, რის გამოც გრუნტის წყლებმა ქვედა შრიდან ზედაპირზე გადაინაცვლეს. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა ტბა ბანაობისთვის გამოუსადეგარი იყოს, რადგან რეგიონი მდიდარია ფოსფატებით და შესაბამისად, შეიძლება წყალი რადიოაქტიურად იყოს დაბინძურებული. განსაკუთრებით საფრთხე მას შემდეგ გახდა უფრო ნათელი, როდესაც წყალმა ფერი შეიცვალა, ფირუზისფერიდან მუქი მწვანე გახდა. 337 4-ს მოსწონს
|