ქალი და მამაკაცი ნუ გრცხვენიათ სიყვარულზე ლაპარაკი 2014, 13 აგვისტო, 19:46 სიამაყის გამო გაჩუმებით საკუთარი თავის სწორად გაგებაში შესაძლებლობას იცილებთ თავიდან
ენაზე კბილის დაჭერა - თვისება თავისთავად ძვირფასია. ის გამოგადგებათ „მტერთან საწოლში“, მაგრამ ნორმალურ პირად ცხოვრებაში სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევს. სრულფასოვანი ურთიერთობებისათვის ვარაუდობენ გულწრფელობას და დაჯერებულობას. თუ პარტნიორს აიძულებთ გამოიცნოს თქვენი აზრები, სურვილები ან მამაკაცს როგორც მოწინააღმდეგეს აღიქვამთ, რომლისგანაც საჭიროა დამალვა, თქვენი ურთიერთობები აუცილებლად ჩიხში მოექცევა. დაე, მან აღიაროს პირველად ჩვენ ტყუილების ბატონობის წარმოდგენებში ვცხოვრობთ და ერთ–ერთი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ ქალი არ უნდა ლაპარაკობდეს თავის სიყვარულზე ისე, როგორც პარტიზანი დაკითხვაზე. აი, პირველმა რომ ქალმა აღიაროს სიყვარული – ეს არანაირ ჩარჩოში არ ეტევა! „სად არის შენი ქალური სიამაყე? დაე, მან აღიაროს პირველმა.“ – ამტკიცებენ მეგობრები და სხვა „კეთილისმსურველნი“. ასეთი დარიგებების მოსმენის შემდეგ ჩვენდაუნებურად არა მარტო საკუთარი გრძნობების მიმართ გვებადება შიში, არამედ შეყვარებულის რეაქციების მიმართაც. თითქოს გრძნობების აღიარებით მან აუცილებლად უნდა წარმოთქვას დამამცირებელი მკვახე პასუხი, რომელსაც თან ახლავს აბუჩად ამგდები სიცილი. სინამდვილეში მაშინ როგორ უნდა გამოსცადოს მამაკაცმა იგივე შიში და ეჭვი, მას ზუსტად ისევე შეუძლია არ ეყოს ძალა – სიყვარული აღიაროს. და მისი დაუჯერებლობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ქალი იცავს რა თავის „ღირსებას“, მთელი ძალით დაიწყებს სიამაყისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირებას. დაფიქრდით, რამდენი რომანი და ბედნიერი კავშირი არ შედგა მხოლოდ იმის გამო, რომ შეყვარებულებმა ვერ იქნა და ვერ გადაწყვიტეს ერთმანეთისათვის გრძნობების გამჟღავნება. ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო? ვერ ეღირსები! ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მრავალი ქალისათვის უფრო იოლია ინტიმური ცხოვრების იმ დეტალებზე ელაპარაკონ ექიმს ან ამხანაგს და უფრო ძნელია – საკუთარ პარტნიორთან ამ თემაზე საუბარი. სინამდვილეში, ქალური ლოგიკა მიუწვდომელია. თითქოს, პრობლემები პირველ რიგში მათთან ერთად უნდა გაარჩიოთ, ვისაც პირდაპირ ეხება მათი გადაწყვეტა, მაგრამ არა, აქაც იმ შიშის გრძნობა გვდევს თან, რომელიც საკუთარი ფანტაზიის ნაყოფია. რისი გვეშინია ბოლოს და ბოლოს? რომ არ გამოვჩნდეთ მეტისმეტად გარყვნილები და დაუკმაყოფილებლები და საბოლოოდ არ დავკარგოთ საყვარელი მამაკაცი? მაგრამ სექსუალური პრობლემები თავისით არ გაქრებიან, თუ ჩვენ მათ შესახებ მოკრძალებით გავჩუმდებით შეყვარებულის გამჭრიახობის იმედით. ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა დავამციროთ ფრაზებით: „შენ არ შეგიძლია ჩემი დაკმაყოფილება“ ან „ჩვენ არაფერი გამოგვივა“. ჰარმონია ინტიმურ ცხოვრებაში მიიღწევა მხოლოდ ერთობლივი მონდომებისა და შეცდომების გზით, რომლებიც გვინდა თუ არა, ხმამაღლა უნდა გავარჩიოთ. მთავარია – ამ საკითხებზე საუბრისათვის გამონახოთ შესაფერისი ფორმა და სიტყვები, რომლებშიც არ იქნება ცინიზმი ან პირიქით, ზედმეტი დაშაქრულობა. ამას გარდა, თუმცა საიდუმლოება და იდუმალება ქალების ერთ–ერთი ძლიერი „იარაღია“ მამაკაცის წარმოსახვის ზემოქმედებაზე, მაგრამ ეს ყველაფერი კარგია მხოლოდ პირველი გაცნობის და რბილი ფლირტის სტადიაში. როცა ურთიერთობები შემდეგ ფაზაში გადადიან და ურთიერთობა უფრო ახლო და მუდმივი ხდება, „გამოიცანის“ თამაში არა მხოლოდ უადგილო ხდება, არამედ – სარისკოც. შეიძლება საიდუმლო გაჩუმებით შეფუთოთ თქვენი წყენები, სურვილები, ოცნებები და დაუსრულებლად ამრავლოთ ისინი. საკითხავი ისაა, საბოლოო ჯამში ამისგან ვინ დარჩება მოგებული. პასუხი ერთია – მხოლოდ თქვენ არა! ჩვენი რჩევა: შიში არაკონსტრუქციულია ყველას არ შეუძლია შიშისგან ყვირილი. ბევრი ამ ემოციას ჩუმად გადაიტანს. აქედანაა წარმოშობილი გამოთქმა – „შიშისგან ენა ჩაუვარდა“. უფრო ღრმა და ხანგრძლივი განცდების გულში ჩადება და გაჩუმება ხშირად დაკავშირებულია შესაძლო ემოციურ თავზართან. თუმცა, უძველესი ბრძნული გამოთქმა გვკარნახობს: „მშიშარა სიყვარულში სრულყოფილი არაა“. 143 1-ს მოსწონს
|