სხვა შევარდნაძე- ივანიშვილის იმედად 2012, 14 მაისი, 11:04 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თქმით რუსებს სააკაშვილთან ურთიერთობა არ უნდათ, ეს ყველასთვის ცნობილია, ამიტომ საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთბას მხოლოდ ივანიშვილთან ერთად განიხილავს. შევარდნაძე საუბრობს 27 მაისს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის შესახებაც - „27 მაისი იქნება ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი გამარჯვება“, - აცხადებს ექსპრეზიდენტი და მწუხარებას გამოთქვამს, რომ თავად არ აქვს საშუალება დაესწროს საპროტესტო აქციას. 9591 4-ს მოსწონს 2-ს არა |
,,შევარდნაძე ივანიშვილის იმედად,,:))))))))))))
თუ რაიმეს ერთი ადგილი ჰქონდა, რატომ თავად არ დაარეგულირა ურთიერთობა რუსეთთან? რაც დასათმობი ჰქონდა, დაუთმო: სამხედრო ბაზები შეუნარჩუნა, ყველა ძალოვან მინისტრს პირდაპირ რუსეთი ნიშნავდა მაგის მთავრობაში და ამდენი ვაზელინის შემდეგ რა მიიღო? რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო იმ დროს, როდესაც აფხაზეთტან და ცხინვალთან უვიზო მიმოსვლა ჰქონდა.
შევარდნაძე ახლაც ისაა, რაც ყოველთვის იყო - საქართველოს გამყიდველი. სამარცხვინო ისაა, რომ საზოგადოებაში კიდევ მოიძებნებიან ხალხი, რომლებიც მაგის მოღალატურ იდეებს ხალისით უსმენენ.
რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ვიცი რა პასუხსაც ელით ჩემგან, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ სააკაშვილის დროს დავკარგეთ სამაჩაბლო და აფხაზეთი. ჩემი ხედვით, სააკაშვილის დროს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიბრძოლეთ მათ დასაბრუნებლად. ცუდია რომ ამ მეორე ბრძოლაშიც დავმარცხდით, მარგამ მთავარია ომში არ დამარცხდე. როცა დამარცხებას შეეგუები და განტევების ვაცის ძებნას იწყებ, მაშინ მარცხდები.