არქიტექტურა განსაცვიფრებლად ლამაზი ირანული არქიტექტურის შედევრები 2014, 12 აგვისტო, 14:28 არაბულულმა კულტურამ, მსოფლიოს არაერთი შედევრი აჩუქა ხელოვნების სხვადასხვა დარგში. გამორჩეული და განსხვავებულია მისი არქიტექტურული სტილი. არაბული კულტურისა და არქიტექტურის აღმოცენება ჩვ. წ. მე– 7 საუკუნეში იწყება, მას შემდეგ, რაც არაბი მომთაბარე ტომები მონოთეისტურ რელიგიას – ისლამს ეზიარნენ. სწორედ ისლამმა იქონია გადამწყვეტი გავლენა არაბული არქიტექტურული სტილის ჩამოყალიბებაზე. შუა საუკუნეებში არაბ და სხვა ხუროთმოძღვართა მიერ აშენებული მეჩეთები დღემდე იზიდავს მნახველებს. ისლამური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებია არაბთა სახალიფოს ცენტრებში: იერუსალიმში, დამასკოში, ბაღდადში, კაიროში, სამარასა და კორდოვაში აშენებული მეჩეთები. არაბთა სასულიერო და საერო ნაგებობები შემკული იყო ჩუქურთმებითა და მოზაიკით. მხატვრობა და ქანდაკება ისლამურ სამყაროში თითქმის არ განვითარებულა, ვინაიდან ისლამი კრძალავდა ადამიანისა და ცხოველის გამოსახვას. მხატვრობა ძირითადად წარმოდგენილია წიგნის მინიატურის სახით, სადაც გამოსახული იყო სცენები ხალხის ცხოვრებიდან. კედლის მოხატულობას წარმოადგენდა არაბესკები — ერთმანეთში გადახლართული ხაზების რთული ქარგები. ეს იყო მცენარეების ან სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის კომბინაციებზე აგებული ორნამენტები, რომლებშიც ხშირად იყო ჩართული წარწერები ყურანიდან. 226 3-ს მოსწონს
|