არქიტექტურა 112 - კიდევ ერთი მოპარული არქიტექტურული ნაგებობა. 2014, 15 თებერვალი, 21:27
სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობის, უფრო მეტწილად კი მიხეილ სააკაშვილის სურვილით შექმნილი და დაპროექტებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აშენდა, სინამდვილეში ამა თუ იმ ქვეყნიდან აღებული არქიტექტურული შედევრებია. ძირითადად ეს იყო ახალი, თანამედროვე, ორიგინალური არქიტექტურის მქონე ნაგებობები, რომელის დაპროექტებასაც ესპანელ არქიტექტორს მიაწერდნენ. სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურული შედევრების თვალიერებისას, ბულგარეთში არსებულ, უცნაური ფორმის შენობას წავაწყდი, რომელიც ჩვენი, 112-ის შენობის ანალოგია. საინტერესოა, ეს უბრალო დამთხვევაა თუ შეგნებული საქციელი. თანაც ადგილმდებარეობებიც ზალიან წააგავს ერთმანეთს, მოწყვეტილი, ქალაქისგან მოშორებული ადგილი, რომელიც ყველა მხრიდან ჩანს და საიდანაც ყველაფერი ჩანს. ბულგარეთში არსებული „ჩვენნაირი“ შენობის ისტორია ასეთია: 1891 წელს, სოციალისტები, რომელსაც დიმიტრი ბლაგოევი ხელმძღვანელობდა, ამ ადგილას ფარულად შეიკრიბნენ, რათა შეექმნათ ორგანიზებული სოციალისტური მოძრაობა. ამ აქტის საპატივცემულოდ, საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს, თეფშის მსგავსი ძეგლი აშენდა ამ უღელტეხილზე. ერთ დროს, ეს იყო ყველაზე ლამაზი შენობა. გარედან ძალიან უცნაური, ხოლო შიგნით ულამაზესი ინტერიერით, რომელიც დღეს სამწუხაროდ განადგურებული და დანგრეულია. შენობის ინტერიერი მორთული იყო საბჭოთა სტილის ეპოქაში აღიარებული და დამკვიდრებული სიმბოლიკით. ზედა სახურავზე გამოსახული იყო ნამგალი და ურო. დღეს, ეს არის ძალიან საშიში ადგილი, რომელსაც უკან მოაქვს მოგონებები სოციალისტური წეს-წყობილებისა. 1830 21-ს მოსწონს
|