სხვა მერაია კერიმ თავის ძაღლების დასვენებისთვის 200 ათასი დოლარი გადაიხადა 2014, 9 აგვისტო, 13:36 მომღერალმა 200 ათასი $ დახარჯა იმისთვის, რომ მის 7 ძაღლს კარგად დაესვენა.
თანხის უმეტესი ნაწილი 175 ათასი $ დაიხარჯა ჩარტერული რეისისთვის აშშ-დან დიდ ბრიტანეთამდე, ხოლო 25 ათასი $ მომღერალმა ფეშენებლურ სასტუმრო The Paw Seasons-ში გადაიხადა, რომელიც ბრისტოლში მდებარეობს და სპეციალურად ძაღლებისთვისაა განკუთვნილი. ჩვეულებრივად შეძლებული პატრონები ძაღლებს ამ ოტელში აგზავნიან ხოლმე, თუმცა მომღერალმა მზარეულებს სთხოვა მისი ძაღლებისთვის ეკსკლუზიური საკვები ცალკე დამეზადებინათ, მათ შორის ორგანული სტეიკები. პოპ-დივას ცუგოები ერთ დღიან ექსკურზიაზეც ჰყავდა წაყვანილი. სასტუმროში ძაღლებს სათითაოდ აქვთ საწოლი გამოყოფილი. ძაღლების სასტუმროში ერთი ღამის გატევა 65-იდან 100 $-მდე მერყეობს, სეზონის მიხედვით. უფრო ადრე ყვითელი პრესა იუწყებოდა, რომ მომღერალი 50 000 $ ხარჯავს ძაღლების მოვლაში. 49 4-ს მოსწონს
|