x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები ადამიანის სხეულზე
ჩვენი სხეული ძალზედ საოცარი მექანიზმია. ურიცხვია სია ამაღელვებელი და საინტერესო ფაქტებით ჩვენი სხეულის შესახებ, თუმცა ჩამონათვალში, რომელსაც დღევანდელ სტატიად გთავაზობთ, თქვენთვის ყველაზე გასაოცარი ფაქტები იყრიან თავს. მაშ მოდით, ბევრს აღარ გავაგრძელებ შესავალს და წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ჩვენი სხეულის შესახებ:


1. სუნთქვა და ყლაპვა. ადამიანი ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც არ შეუძლია სუნთქვა და ყლაპვა ერთდროულად. სხვა ნებისმიერ ძუძუმწოვარს შეუძლია ერთდროულად ისუნთქოს და ჭამოს. საინტერესო არის ის, რომ ადამიანის ცხოვრებაში- ჩვილობის პერიოდში ეს უნარი- ძუძუს წოვის დროს ისუნთქოს, შეუძლია, თუმცა დაახლოვებით 9 თვის ასაკში ფაქტობრივად ეს უნარი ქრება თავისთავად.

image





2. მეორე ტვინი. ადამიანს გააჩნია მეორე ტვინი ნაწლავის ტრაქტში. ტვინი არა პირდაპირი გაგებით რაღა თქმა უნდა, თუმცა რაღაც მისი მსგავსი. მომნელებელ ტრაქტში დაახლოებით 100 მილიონი ნეირონია, რომელიც აქ უფრო მეტია, ვიდრე ზურგის ტვინში. მეორე ტვინი ქმედუუნაროა, თუმცა სინამდვილეში ის ასრულებს ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს. მაგ-ად: თუ მუცელში იგრძენით "პეპლები", ეს თქვენი ნაწლავური ნერვული სისტემაა, რაც ასევე გადამწყვეტ როლს ასრულებს თქვენს განწყობაზე. სწორედ ამიტომ არის, რომ განსაზღვრულმა საკვებმა შეიძლება შეცვალოს თქვენი განწყობა, ხოლო ცუდმა სიტუაციამ ან ამბავმა კი შეიძლება დაგაკარგვინოთ მადა.


image





3. მარტოობა. მარტოობა რომ ფიზიკური ტკივილია ბევრმა იცით, თუმცა რატომ, ალბათ ეს უცნობი ფაქტია. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოხალისეებს სთხოვეს ეთამაშათ კომპიუტერული თამაშები, რომელიც იმიტირებული იყო მარტივ ონლაინ თამაშებთან. ორი მოთამაშე უნდა შეჯიბრებოდა ერთმანეთს, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი კომპიუტერი იყო და რამოდენიმე წუთის შემდეგ მოუწევდა თამაშიდან გავარდნა. ამ დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ თამაშიდან გავარდნილ ადამიანს ეუფლებოდა მარტოობის განცდა და ფიზიკური ტკივილი, რაც განპირობებული იყო თავის ტვინის ქერქის წინა ნაწილიდან.

image





4. ნერწყვი. ადამიანს ნერწყვი გამოუმუშავდება ღებინებამდე, რაც წარმოადგენს ავტომატურ ფიზიკურ რეაქციას, ვინაიდან ნერწყვი იცავს ყელს, კბილებსა და პირის ღრუს ამონაღებინებისგან, ასევე ანეიტრალებს კუჭის მჟავას.

image





5. სამკურნალო შაქარი. ბევრმა თქვენგანმა ალბათ არც იცის, რომ შაქარი ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას, ჭრილობის მოშუშებას, ამცირებს ტკივილს და კლავს ბაქტერიებს. აფრიკიდან შაქრის ლერწმით მკურნალობა ოდითგანვე მომდინარეობს და მას ექიმები დიდ ბრიტანეთშიც ფართოდ იყენებენ. დღეს შაქრით მსგავსი მკურნალობა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე თანამედროვე ანტიბიოტიკებით.

image





6. გულმავიწყობა. ალბათ ხშირად დაგმართვნიათ ფაქტი, რომ შესულხართ ოთახში, თუმცა რისთვის, აი ეს უკვე აღარ გაგხსენებიათ, ამასაც აქვს თავისი მიზეზი. მეცნიერებმა ჩაატარეს რიგი ექსპერიმენტებისა და დაყვეს ასეთი კატეგორიის ადამიანები ორ ჯგუფად: ნაწილს დავალების შესასრულებლად უშვებდნენ ფართო დერეფანის გავლით, ხოლო მეორე ჯგუფისას კი დავალება იქვე ოთახში ეძლეოდათ. ექსპერიმენტის თანახმად კი გაირკვა, რომ ადამიანის ტვინი ინფორმაციას საიდუმლოდ მხოლოდ ოთახში ინახავს, მის გარეთ კი მასზე ცნობიერება ხშირ შემთხვევაში ქრება. ექსპერიმენტის თანახმადაც, ადამიანებს, რომელთაც დავალებისთვის გაიარეს ფართო დერეფანი, დავალება დაავიწყდათ, ხოლო მეორე ჯგუფის ექსპერიმენტის თანახმად ყველამ შეასრულა ოთახში არსებული დავალება.

image





7. ფერთა ხედვა. ქალთა განსაზღვრულ ნაწილს უფრო მეტი ფერთა ხედვა აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენს და თუ რატომ არის აქცენტი ქალებზე, ამასაც განგიმარტავთ. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ქმარს აბარებთ მოგიტანოთ გორდერობიდან ატმისფერი პერანგი, მას კი მოაქვს ვარდისფერი, თუმცა ეს არ არის შეცდომა, რადგან ფერთა სიბრმავე მამაკეცბში ბევრად ხშირია, ვიდრე ქალებში. სამეცნიერო კვლევების შედეგად კი დადგინდა, რომ ქალთა 50%-ს გააჩნია 4 ტიპის ფერთა რეცეპტორი, რომლებიც ჩვეულებრივ ცისარტყელაში 10 ფერს დაიანახავენ მაშინ, როცა ჩვეულებრივი ქალები ცისარტყელის შვიდივე ფერს ხედავენ მხოლოდ. ეს კი იმაში მდგომარეობს, რომ ზოგ ქალს მწვანე და წითელი ფერის ხედვა განლაგებული აქვს "X" ქრომოსომაზე, ხოლო ლურჯი კი "Y"-ზე. აქედან გამომდინარეა ასევე, რომ დალტონიზმი მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში.

image





8. გამონადენი ცხვირიდან. ცხვირის ლორწოს აქვს გამონადენი იმის გამო, რომ მოახდინოს გარემოდან მოხვედრილი დამაბინძურებლების გაფილტვრა.

image





9. ნესტოებით სუნთქვა. ადამიანთა 85% ცხვირის მხოლოდ ცალი ნესტოთი სუნთქავს. საინტერესო არის ის, რომ ადამიანს გააჩნია ავტომატური გადართვის სისტემა, რომლის თანახმად ყოველ 4 საათში ენაცვლება ეს ორი ნესტო ერთმანეთს სუნთქვაში. თუმცა მოგვიანებით ისიც დადგინდა, რომ თქვენს სხეულზე შეიძლება გავლენა მოახდინოს იმან, თუ რომელი ნესტოთი უფრო სუნთქავთ. მაგ: თუ სუნთქავთ მარჯვენა ნესტოთი, გლუკოზის დონე იზრდება და თვქენ დაგჭირდებათ გაცილებით მეტი ჟანგბადი. თუ სუნთქავთ მარცხენა ნესტოთი, მაშინ ეს იწვევს თქვენი ტვინის მარცხენა ნახევრის გააქტიურებას, რაც თქვენი სტიმულირებისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს ლოგიკური ასპექტით.

image






10. სისხლძარღვები. ყოველი კილოგრამის დაკლებას თქვენი ორგანიზმისთვის შეუძლია დამატებითი 10 კილომეტრის სისხლძარღვების შეძენა და გააქტიურება. სწორედ ამიტომ არის ერთმანეთთან შერწმული სიმსუქნე და გულის დაავადებები. ჭარბი წონა გულს უქმნის ტვირთს, ვინაიდან უმეტესობას სისხლძარღვები, კაპილარები და ვენები აქვს წვრილი. ამიტომ ჩვენი რჩევაა შეეცადოთ ზედმეტი კილოგრამები დაიკლოთ, რაც თქვენი ჯანმრთელობის გარანტია იქნება.

image

3
998
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
998
  
2014, 8 აგვისტო, 19:35
გაიხარე ;)
2014, 8 აგვისტო, 18:53
კარგი იყო მეა.....მომეწონა.....
2014, 8 აგვისტო, 17:41
მართლა კარგი სტატიაა,შემეცებითი,საინტერესო და ინფორმაციული
0 1 3