ტენდენციები რუსეთში მაქმანიანი საცვლების აკრძალვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოდელები ლამაზი პროტესტით გამოეხმაურნენ 2014, 8 აგვისტო, 15:42 2014 წლის 1 ივლისიდან რუსეთში ძალაში შევიდა კანონი მაქმანიანი საცვლების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე.
რუსმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ გამოჩინეს თავი ტუტუცური იდეით, რომელიც კანონპროექტის დამტკიცებით დასრულდა. როდესაც საქმე ქალის თეთრეულს ეხება, მათ სილამაზეს და ჰაეროვნებას არ ჰყავს ბადალი. მსოფლიოს მოდელები გამოეხმაურნენ ახალ"გენიალურ" კანონს და დემონსტრირება გაუკეთეს იმას, რისი დავიწყებაც მოუწევთ რუსებს. იარა ჰიდმანი-უკრაინა პოლონელი სილვია კობილინსკა აჩვენებს, რომ მაქმანიანი საცვლის გამო სხვა ქვეყანაში უნდა გაფრინდე. ბრაზილიელი გაბრიელა რაბელო კითხვას უსვამს დეპუტატებს:"რაიმე ხომ არ გეშლებათ?" ბებს დე ჯონგი ჰოლანდიიდან:თეთრეულის გარეშეც შესაძლებელია. ბრიტანელი მოდელი ებიგეილ ბოტსი მოუწოდებს დაფიქრდნენ, როგორი იქნება სამუშაოზე ქალი რაიმე დახურულ ბამბაზიის სამოსში. ლატვიელი ჟაკლინ ოლონიშევა შეიძლება ჩავთვალოთ საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ. ფრანგი ანაის პუიო. ამერიკელმა მოდელმა ნიკოლ ლოდლმა საცვლები ბუნებას შეუხამა. როუზი ჰანტიკტონ-უაიტლი:"მე უსამართლობის წინააღმდეგი ვარ". ჰოლანდიელ ამანდა ბერტერს არ სჯერა, რომ რუსეთში მსგავსი კანონი შემოიღეს. ოლივია დრიო საფრანგეთიდან:"თქვენ თავში ხომ არ გიქრით?" 291 6-ს მოსწონს
|