x
image
worldsport.ge
ნაკრების წევრთა რაოდენობა აღარ შემცირდება

imageსაქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისათვის მზადების მიზნით შეკრებაზე მყოფი 15 კალათბურთელიდან (ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე, ლევან ფაცაცია, ნიკა მეტრეველი, ბექა წივწივაძე, მიხეილ ჭოჭუა, მიხეილ ბერიშვილი, დუდა სანაძე, ოთო ფხაკაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შარაბიძე, გიორგი შერმადინი, ბესო ლეჟავა). შესარჩევი ტურნირის ბოლომდე ყველა გუნდში დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკრების მთავარ მწვრთნელს იგორ კოკოშკოვს შესარჩევ ტურნირში ბევრი კალათბურთელის გამოყენების საშუალება ექნება. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ კოკოშკოვის ერთ-ერთმა თანაშემწემ კოტე ტუღუშმა განუცხადა.
სამწუხაროდ, შესარჩევი ციკლის ბოლომდე ნაკრების ამ შემადგენლობით დატოვება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ შერმადინი „ჯვაროსნებს“ უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ მეორე წრიდან დაეხმარება. რაც შეეხება ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ მანუჩარ მარკოიშვილს და ნატურალიზებულ რიკი ჰიკმანს, ეს კალათბურთელები საერთოდ ვერ ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად მოასპარეზე ჩვენი ქვეყნის ნაკრები, ორიოდე დღეში, 10 აგვისტოს უშუალო კონკურენტ ჩეხეთის გუნდს უმასპინძლებს.

როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0