x
image
beko777
"ჩიხურას" გულშემატკივარის გამოყოლილი ფიქრები სტადიონიდან
imageსაინტერესოა მაყურებლის რამდენი პროცენტი დარჩა კმაყოფილი "ჩიხურას" თამაშით და რამდენი უკმაყოფილო? ფაქტი ერთია, რომ შედეგით სტადიონზე მოსული გულშემატკივრის აბსოლიტური უმრავლესობა - გულდაწყვეტილია (თუ არ ჩავთვლით სამ ათეულ აზერბაიჯანელ ქომაგს, რომელიც დაუღალავად გულშემატკივრობდა "ნეფთჩის" მთელი 90 წუთი).


პირველი უსიამოვნება სტადიონზე მისულ მაყურებელს შესასვლელებში არსებულმა არაორგანიზებულობამ მოუტანა, ვინაიდან მთავარი ქუჩიდან ჩამოსასვლელთან თითქმის ყველა კარი მოედანზე შესასვლელად დროზე ადრე დახურეს და გულშემატკივართა უმრავლესობას მთელი სტადიონის გარე პერიმეტრის გავლა უხდებოდა რათა - ღიად დარჩენილი ერთადერთი კარიდან სრესვა-წეწვა-გლეჯვა-ტმასვნა-ოფლთაგაცვლით შესულიყვნენ :)

imageბინძურ სკამებს არავინ ჩიოდა, მაყურებელი თანახმა იყო ყველაფერზე, ოღონდ დროულად მოკალათებულიყო და ფრიად მნიშვნელოვანი მატჩისთვის ეყურებინა....


პირველი გულისწყვეტა, - პირველი გოლი "ჩიხურას" კარში, დაბნეული ქართველი ფეხბურთელები, უფრო მეტად დაბნეული ქართველი გულშემატკივარი....


imageმერე მეორე გოლი... უკვე თითქმის დემორალიზებული საჩხერელები და უკვე აგრესიაზე გადასული ქართველი გულშემატკივარი, გახარებული აზერბაიჯანელი ფან-კლუბი და... მცირე სიხარული - 1:2, სტიმულმა იმატა, ფეხბურთელებშიც და მაყურებელშიც...


არაფერი განსაკუთრებული სტადიონზე, გარდა ერთისა - სრული არაორგანიზებულობა და უყურადღებობა ადმინისტრაციის მხრიდან, ფეხზე დამდგარი გულშემატკივრები, უადგილოდ დარჩენილი ფანები, დიდ ძიებს ზურგს უკან ატუზული, ქართული ფეხბურთის პატარა ქომაგები .... რა საინტერესოა, რატომ ვერ გაითვალისწინა ფედერაციამ, რომ ეს სტადიონი "ჩიხურას" გულშემატკივრებს ვერ დაიტევდა? - იქ იყო სხვიტორი, ჩიხა, საჩხერე, საირხე, მერჯევი, სავანე, კორბოული, თვით ქვეყნის ნომერ პირველი მოქალაქის მთელი სოფელი - ჭორვილა, მოკლედ მთელი საჩხერის რაიონი იქ იყო მგონი <3 და სტადიონიც შემართებით ყვიროდა "ჩიხურას" სახელს, ორგანიზებულად აკეთებდა ტრიბუნებზე ტალღებს, მოკელდ - ეს სასიამოვნო სანახავი იყო.


imageმერე იყო 1:3... და მებრძოლი საჩხერლები და სიმულიანტი, სიაფანტი "ნეფტჩის" ფეხბურთელები, რომელთა ორი წევრისთვის გამოაკრეს ტრიბუნებზე ბანერები "უარი რასიზმს" თუ რაიყო ეს - ვერ მივხვდით, რატომ ჩათვალა ან "უეფამ" ან ვინმე სხვამ, რომ საქართველოში რასისტები ცხოვრობენ - არვიცი, რომ ყოფილიყო ბანერი - უარი ჰომოფობიას, კიდე მესმის :))) მაგრამ - "უარი რასიზმს?", ყოვლად უაზრო ბანერი იყო, მიუხედავად სტუმართა შავკანიანი ფეხბურთელის რამდენიმე არასპორტული საქციელისა...
ვაღიაროთ და ცოდვა გამხელილი სჯობს, არც ჩვენი გუნდის ქომაგებში იყვნენ მთლად სუფთა იმიჯის მაყურებლები, რამდენიმე ცალს (!) აქეთაც გამოარჩევდი, რომლებიც მართალია მხოლოდ მოწინააღმდეგის გინებით გამოირჩეოდნენ და შეურაწმყოფელი ჟესტებით, მაგრამ მაინც....

imageრომ არა ვიღაც ვაი-გულშემატკივრის მხრიდან მარცხენა კუთხურის ალამთან "ნეფტჩელ" შავკანიანზე ნასროლი რამდენიმე გაურკვეველი ნივთი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგად იყო....


მითუმეტეს 2:3 დაფიქსირდა ტაბლოზე და "ჩიხურამ" მეორე ტაიმიც თავიდან ბოლომდე ღირსეულად ჩაატარა, ბრძოლით, ომით, შეტევებით, ორგანიზებული დაცვით... თუმცა, ხანდახან რამდენიმე მეტიჩრული საქციელით მოწინააღმდეგე გუნდის მიმართ და განსაკუთრებით მაშინ, როცა თამაშის დადასრულამდე 4 დამატებული წუთი მთავრდება და მოწინააღმდეგე გუნდის სიმულიანტი შავკანიანი ფეხბურთელი, მიწაზე ტყუილუბრალოდ გდია... შეეშვი რა, - ეგდოს, ისიმულიანტოს და იკვრახჭინოს, რატომ ელაქუცები და რა სპორტული ეტიკეტის გამოჩენა მოგინდა და რას აგდებ შეტევის ტემპს და ბურთს კი - აუტზე? დაგიფასებს ვაჟკაცობას მოწინააღმდეგე? - არაა...


ხოდა 2:3 ასე დამთავრდა "ჩიხურას" და "ნეფტჩის" ეს ფრიად კარგისაყურებელი თამაში....


სტადიონზე ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ არის

image


ტყუილად გაცდენილი ადგილები, სადაც ბანერები დაატყეპეს - "არა რასიზმს"...

image


აზერბაიჯანელი ქომაგები, ცოტანი მაგრამ - მუშა....

image


მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგთა დედის გინება სტადიონზე მოსული პონტია :)

image

image

image

image

image

image

image


გულდაწყვეტილი ქართველი ქომაგი...

image

0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0