ფეხბურთი "ჩიხურას" გულშემატკივარის გამოყოლილი ფიქრები სტადიონიდან 2014, 8 აგვისტო, 2:59 ![]() პირველი უსიამოვნება სტადიონზე მისულ მაყურებელს შესასვლელებში არსებულმა არაორგანიზებულობამ მოუტანა, ვინაიდან მთავარი ქუჩიდან ჩამოსასვლელთან თითქმის ყველა კარი მოედანზე შესასვლელად დროზე ადრე დახურეს და გულშემატკივართა უმრავლესობას მთელი სტადიონის გარე პერიმეტრის გავლა უხდებოდა რათა - ღიად დარჩენილი ერთადერთი კარიდან სრესვა-წეწვა-გლეჯვა-ტმასვნა-ოფლთაგაცვლით შესულიყვნენ :) ![]() პირველი გულისწყვეტა, - პირველი გოლი "ჩიხურას" კარში, დაბნეული ქართველი ფეხბურთელები, უფრო მეტად დაბნეული ქართველი გულშემატკივარი.... ![]() არაფერი განსაკუთრებული სტადიონზე, გარდა ერთისა - სრული არაორგანიზებულობა და უყურადღებობა ადმინისტრაციის მხრიდან, ფეხზე დამდგარი გულშემატკივრები, უადგილოდ დარჩენილი ფანები, დიდ ძიებს ზურგს უკან ატუზული, ქართული ფეხბურთის პატარა ქომაგები .... რა საინტერესოა, რატომ ვერ გაითვალისწინა ფედერაციამ, რომ ეს სტადიონი "ჩიხურას" გულშემატკივრებს ვერ დაიტევდა? - იქ იყო სხვიტორი, ჩიხა, საჩხერე, საირხე, მერჯევი, სავანე, კორბოული, თვით ქვეყნის ნომერ პირველი მოქალაქის მთელი სოფელი - ჭორვილა, მოკლედ მთელი საჩხერის რაიონი იქ იყო მგონი <3 და სტადიონიც შემართებით ყვიროდა "ჩიხურას" სახელს, ორგანიზებულად აკეთებდა ტრიბუნებზე ტალღებს, მოკელდ - ეს სასიამოვნო სანახავი იყო. ![]() ვაღიაროთ და ცოდვა გამხელილი სჯობს, არც ჩვენი გუნდის ქომაგებში იყვნენ მთლად სუფთა იმიჯის მაყურებლები, რამდენიმე ცალს (!) აქეთაც გამოარჩევდი, რომლებიც მართალია მხოლოდ მოწინააღმდეგის გინებით გამოირჩეოდნენ და შეურაწმყოფელი ჟესტებით, მაგრამ მაინც.... ![]() მითუმეტეს 2:3 დაფიქსირდა ტაბლოზე და "ჩიხურამ" მეორე ტაიმიც თავიდან ბოლომდე ღირსეულად ჩაატარა, ბრძოლით, ომით, შეტევებით, ორგანიზებული დაცვით... თუმცა, ხანდახან რამდენიმე მეტიჩრული საქციელით მოწინააღმდეგე გუნდის მიმართ და განსაკუთრებით მაშინ, როცა თამაშის დადასრულამდე 4 დამატებული წუთი მთავრდება და მოწინააღმდეგე გუნდის სიმულიანტი შავკანიანი ფეხბურთელი, მიწაზე ტყუილუბრალოდ გდია... შეეშვი რა, - ეგდოს, ისიმულიანტოს და იკვრახჭინოს, რატომ ელაქუცები და რა სპორტული ეტიკეტის გამოჩენა მოგინდა და რას აგდებ შეტევის ტემპს და ბურთს კი - აუტზე? დაგიფასებს ვაჟკაცობას მოწინააღმდეგე? - არაა... ხოდა 2:3 ასე დამთავრდა "ჩიხურას" და "ნეფტჩის" ეს ფრიად კარგისაყურებელი თამაში.... სტადიონზე ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ არის ![]() ტყუილად გაცდენილი ადგილები, სადაც ბანერები დაატყეპეს - "არა რასიზმს"... ![]() აზერბაიჯანელი ქომაგები, ცოტანი მაგრამ - მუშა.... ![]() მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგთა დედის გინება სტადიონზე მოსული პონტია :) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გულდაწყვეტილი ქართველი ქომაგი... ![]() 183 2-ს მოსწონს
|