მოგზაურობა 5 ულამაზესი ადგილი მსოფლიოში, რომელიც უნდა ნახოთ 2014, 7 აგვისტო, 0:28 წარმოგიდგენთ 5 ულამაზეს ადგილს, რომელიც შეიძლება ფილმის კადრს ან ფოტომონტაჟს ჰგავდეს, მაგრამ ეს ადგილები რეალურად არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
1)"გლიცინიას გვირაბი" - მდებარეობს იაპონიაში, სხვადასხვა ფერის ყვავილის ხის რიგები ქმნიან უმშვენიერეს გვირაბს.
2)"მაგიური მთის სასტუმრო"- ეს არის მთის ფორმის სასტუმრო, რომელიც ზემოდან აფრქვევს წყალს. მდებარეობს ჩილეში. 3) "სიყვარულის გვირაბი" - გიგანტური ხეებით გარშემორტყმული ძველი მატარებლის გვირაბი, რომელიც მდებარეობს უკრაინაში, მას ადგილობრივებმა დაარქვეს "სიყვარულის გვირაბი", რადგან ხშირად სტუმრობენ შეყვარებული წყვილები. 4) "პლიტვეცის ტბები" - პლიტვეცის ტბების ეროვნული პარკი არის ხორვატიის ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უძველესი პარკი, რომელიც გამოირჩევა მწვანე პეიზაჟებით, ულამაზესი ლაგუნებით და ჩანჩქერებით. 5) Cinque Terre -მდებარეობს იტალიის ერთ-ერთ რეგიონში, უსწორმასწორო ლანდშაფტზე აგებული ტერასები პოპულარულია ტურისტებში. 205 3-ს მოსწონს
|