x
მეტი
  • 13.07.2024
  • სტატია:135940
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510271
ლიკა ქორქია-ჩემი წყობიდან გამოყვანა ძალიან რთულია...
image






















პროფესია და საქმიანობა:

ჟურნალისტი ვარ, მაგრამ დამთავრებული მაქვს სამედიცინო აკადემია და ვარ ექიმი.ამ კონკრეტულ მომენტში ვისვენებ, მაგრამ ახალი პროექტისთვის ვემზადები.

საყვარელი ფილმი და მსახიობი:


საყვარელი ფილმი და მსახიობი არ მყავს.მიუხედავად იმისა, რომ კინომანი ვარ, ფილმს განწყობის მიხედვით ვარჩევ, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა რაღაცის ნახვის სურვილი მიჩნდება, ერთსა და იმავე ფილმს რამდენიმეჯერ ძალიან იშვიათ შემთხვევაში ვუყურებ, ამიტომ მიჭირს დაკონკრეტება.

წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე:

ჯორჯ ორუელის''1984'', მეორედ წავიკითხე და ალბათ, კიდევ მივუბრუნდები, ვისაც არ წაუკითხავს, ვურჩევ გაეცნონ, ბევრ ნაცნობ სიტუაციასა და გარემოს აღმოაჩენენ.

ოქროს თევზი რომ დაიჭირო, რას სთხოვდი?

ოქროს თევზი უკვე მყავს სახლში.ძაღლისთვის საჭმლის საყიდლად შევედი მაღაზიაში და დავინახე ოქროსფერი, ულამაზესი თევზი, მაშინვე შევიძინე და ისეთი განწყობა შემექმნა, რეალურად რომ მყავდეს ოქროს თევზი, ალბათ არაფერს ვთხოვდი.

რისი გეშინია?

თაგვის, სიბნელის, ღია სივრცის, მაგალითად:ტრიალი მინდვრის და მსგავსი ადგილების.

რამ შეიძლება გამოგიყვანოს წყობიდან?

ჩემი წყობიდან გამოყვანა ურთულესია, არც მახსოვს, ბოლოს როდის მოხდა ეს.ნებისმიერი პრობლემის უკეთ მოგვარება შეიძლება წყნარად და მშვიდად, ვიდრე ყვირილითა და ჩხუბით.

როგორია გაბრაზებული ლიკა?

თუ ვბრაზდები, 10 წუთით გავდივარ მარტო, ბევრ ხალხში ლოგიკურად ვერ ვაზროვნებ, ამიტომ განმარტოება მირჩევნია, ამ დროს ვიღებ გადაწყვეტილებას და შემდეგ ვმოქმედებ.

რისი გრცხვენია?

ძალიან ბევრი ისეთი რამის, რაც სამარცხვინოა, მაგრამ ვცდილობ, არ გავაკეთო ისეთი რამ, რისაც შემდეგ შემრცხვება.

1
47
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამი9696
მარიამი9696
47
  
2014, 6 აგვისტო, 16:56
ძალიან ძალიან მომწონს ეს გოგო
0 1 1