რელიგია "ჩემი" ლომისობა 2012, 13 მაისი, 22:27 ბებო: ;"ნატა წავედით დღეს ლომისობაა"
მთაზე... უამარავი ქალი, კაცი, ბავშვი, მღვდლები, სანთლები, ხატები, ეკლესია და ცხოველები... ძირითადად ცხვრები ან უკიდურეს შემთხვევაში ძროხები( შესაწირად ხომ ზუსტად ეს ცხოველები დაუწესებია ღმერთს?)
ხალხი მიწაზე ემხობა, ლოცულობს, ხოხავს, ათას დაპირებას იძლევა, თუმცა ამაოს და ფუჭს.. გულით არავინ არაფერს აკეთეთებს... მხოლოდ იციან რომ ესე უნდა...რატომ უნდა?? ვინ თქვა რომ უნდა?/ არ იციან და არც აინტერესებთ, უბრალოდ არც კი ადარდებთ...
ხალხი ლოცულობს .. გვერდით ოდნავ მოშორებით საკლავს კლავენ .. სისხლის ზღვა... ცხოველების ტავგანწირული კივილი... და სასტიკი..სასტიკი ხალხი.. ძველ ცოდვებს ინანიებს, ინანიებს ახალი ცოდვების ჩადენით...
ამხელა სიყალბე... ამხელა ცრუმორწმუნეობა მე ჯერ არსად მინახავს... და იმედია არც ვნახავ.., ლოცვა მთავდება და ეკლესიის გვერდით სისხლის ზღვა მოედინება... უამრავი მოკლული ცხოვლი და ბედნიერი ხალხი... სახლში მიათრებს დაკლულ გვამს და კმაყოფილი ამბობს: "ღმერთმა შეიწირა" .. საბრალო არც კი იცის რას ამბობს... რათ უნდა ღმერთს მისი საკლავი... ან როგორ შეიწირა ღმერთმა როცა ყველაზე ბევრი ერთ საათში მისი კუჭი დაიწყებს მოახრშული ან შემწვარი გვამის გადამუშავებას.. ბრბო.. დაუნახავი...უმადური..გაუნათლებელი.. ცხოველური ბრბო, რომლებიც ინტელექტით იმ ცხოველებზე ბევრად დაბლა დგანან რომელიც შესაწირად მოყავთ .. რისი სწამთ თვითონაც არ იციან... და არც უნდათ რომ იცოდნენ... "მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგიაა" ისმის საიდანღაც ვიღაცის ბუტბუტი... ჭეშმარიტი??? სასაცილოა... რატომ უნდა გვასწავლიდეს ჭეშმარიტი რელიგია ესეთ სისასტიკეს?? ან რაში უნდა ჭირდებოდეს ღმერთს ჩვენი დაკლული ცხვარი ან ძროხა?? ან სად წერია რომ საკლავის დაკვლით ცოდვებს მოვინანიებთ?? გულისამრევი ბრბო.. გულისამრევი აზრებით... სასტიკი და დაუნდობელი ხალხი... ცრუ მორწმუნეები... ბრმა მორწმუნეები... ბებო:"ნატა წავედით ლომისობაა დღეს" ფუუუუუუფფფ ნეტა საერთოდ არ გავსულიყავი იმ დღეს სახლიდან... პ.ს. ფორუმზე ფოტო ვნახე, რომელიც ლომისობას იყო გააგებული და გამახსენდა ჩემი პირველი და უკანასკნელი ლომისობა .. აი ფოტოც... 618 4-ს მოსწონს 1-ს არა
|