x
image
მანჩო 777
ყველაზე უცნაური პლაჟები მსოფლიოში
გთავაზობთ ჩვენი პლანეტის ყველაზე უცნაური და არაჩვეულებრივი პლაჟების ტოპ-ათეულს. თუმცა ბევრი მათგანი ტრადიციული დასვენება-გართობისათვის არ გამოდგება, მაგრამ ბევრ თქვენგანს აუცილებლად მოუნდება მათი თუნდაც ერთხელ მონახულება.


შელ-ბიჩის პლაჟი, კარიბის კუნძულები


imageimage


შელ-ბიჩის პლაჟი კარიბის კუნძულებიდან ერთ-ერთზე, კერძოდ წმინდა ბართლომეს კუნძულზე მდებარეობს. ეს ადგილი განსაკუთრებით ბავშვებს და სუვენირების შემგროვებლებს მოსწონთ, რადგან მთელი სანაპირო მოფენილია ნიჟარებით. მათი რაოდენობა აქ იმდენად დიდია, რომ უბრალოდ შეუძლებელია გვერდი აუარო და ფეხი არ დაადგა. ძლიერმა ქარიშხლებმა და სწრაფმა დინებებმა საუკუნეების განმავლობაში ასეულობით ტონა ნიჟარა დააგროვეს შელ-ბიჩზე.




"გოლიათის ბილიკი", ჩრდილო ირლანდია


imageimageimage

ბუნების ამ შედევრთან უამრავი ლეგენდაა დაკავშირებული. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ამ პლაჟზე ჩამოყალიბდა ექვსკუთხა ფორმის ბაზალტის წახნაგოვანი ფილები, ეს კოლონები ერთადაა თავმოყრილი სანაპიროზე და მას იდუმალ შესახედაობას ანიჭებს. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, რომ ეს სწორკუთხა ფილები ბუნების ნამოქმედარია და ადამიანის ხელი მის შექმნაში საერთოდ არ ჩარეულა. ადგილობრივი ლეგენდა მოგვითხრობს სახელგანთქმულ მებრძოლ ფინ მან კუმალზე, რომელიც შოტლანდიელ ცალთვალა გიგანტ ჰოლომს სწორედ აქ შეებრძოლა. ზღვაში გასვლის დროს რომ ფეხი არ დასველებოდა, ფინმა ირლანდიის ზღვაში უამრავი ბაზალტის ფილა ჩაყარა და სწორედ ასე ააშენა ხიდი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზუსტად ასეთივე კოლონები ზღვის შოტლანდიის სანაპიროზეც მრავლადაა.



Siesta Key Beach, Флорида, ფლორიდა


imageimage

ეს არის თოვლივით ქათქათა პლაჟი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ ულამაზეს პლაჟად ითვლება. ქვიშა თითქმის 100%-ით აირეკლავს მზის სხივებს და არ ცხელდება საშინელი პაპანაქების დროსაც კი. რა თქმა უნდა, თეთრი პლაჟები მრავლადაა დედამიწაზე, მაგრამ ფლორიდის პლაჟზე კვარცის კრისტალები ისეთი მიკროსკოპული ზომისაა, რომ ქვიშა ისე კრაჭუნებს ფეხით სიარულისას, როგორც თოვლი.




"ვარდისფერი პლაჟი" ბაჰამის კუნძულებზე


imageimageimage

ჰარბორის კუნძულზე, რომელიც ბაჰამის კუნძულებს ეკუთვნის, მდებარეობს მსოფლიოში ულამაზესი ვარდისფერი პლაჟი-ჰარბორ-აილენდი. პლაჟის განსაკუთრებული სილამაზეა ზურმუხტისფერი ზღვის შერწყმა ვარდისფერ ქვიშასთან, რომელიც არაჩვეულებრივ სანახაობრივ ეფექტს ქმნის. ქვიშის ვარდისფერი შეფერილობა გამოწვეულია ზღვაში მარჯნის დიდი რაოდენობით. მათი ნამსხვრევები ნაპირზე ირიყება და ქვიშას ვარდისფერ ფერს ანიჭებს. გარდა ამისა, აქ ბევრია ვარდისფერი პლანქტონი, რომელიც ქვიშაზე ილექება და კიდევ უფრო აძლიერებს მის შეფერილობას. ჰარბორ-აილენდზე ყოველწლიურად უამრავი ფოტოგრაფი ჩადის, რათა ფირზე აღბეჭდონ ეს ულამაზესი ადგილი.



"წითელი პლაჟი" კაიჰალულუზე, ჰავაის კუნძულები


imageimage

ეს პლაჟი მდებარეობა ჰავაის კუნძულ მაუიზე. ის ძალიან ვიწროა და განცალკევებული, ამიტომ ნუდისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს. პლაჟის ასეთი კაშკაშა წითელი შეფერილობა გამოწვეულია რკინის ზეჟანგის დიდი რაოდენობით, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ ჟანგს ვუწოდებთ. წყნარი ოკეანის წყალი მის შეფერილობას კიდევ უფრო ამძაფრებს და პლაჟი აგურისფერი წითელი ფერისაა.




რამბა ბეი, მალტა


imageimage

მალტაში მდებარე რამბა ბეის პლაჟი ყველაზე წითურია მთელ დედამიწაზე. ქვიშის უნიკალური ფერი განპირობებულია უძველესი ვულკანური ფერფლის ოქროსფერი ნალექით, რომლისგანაც შედგება მალტის მთები. ვარდიფერი და შავი პლაჟებისაგან განსხვავებით, სადაც ფერადოვანი ქვიშის მარაგი ამოწურვადია, რამბა ბეის პლაჟი კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე გაახარებს ადამიანის თვალს თავისი სილამაზით.




"მინის პლაჟი", კალიფორნია


imageimageimage

მინის პლაჟი არის გასაოცარი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ შეუძლია ბუნებას ნაგავი გარდაქმნას სილამაზედ. კლდეებით შემოფარგლული ეს ადგილი ოდესღაც ქალაქ ფორტ-ბრეგის ნაგავსაყრელს წარმოადგენდა. 1960-იანი წლების ბოლომდე აქ იყრებოდა ათეულ ტონობით ნაგავი, მათ შორის ძველი ავტომანქანები და საყოფაცხოვრებო ნივთები. 70-იანი წლების დასაწყისში მთავრობამ ნაგვის დაყრა აკრძალა, ხოლო წლების შემდეგ აქ ნამდვილი სასწაული მოხდა:ზღვამ ნაპირზე გამორიყა გამორჩეულად მხოლოდ მინის ნამსხვრევები, რომლებსაც ბასრი ნაპირები კი არ ჰქონდათ, არამედ აბსოლუტურად გლუვი წყლის მუდმივი შეხების ზეგავლენით. დღეს ეს პლაჟი უკვე ნაგავსაყრელს კი არა, საიუველირო მაღაზიას ჰგავს.



პაპაკოელას პლაჟი, ჰავაის კუნძულები


imageimageimage

მწვანექვიშიანი პაპაკოელას ნაკრძალი ჰავაის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. ის არამარტო მკვეთრი მწვანე ფერისაა, არამედ ალაგ-ალაგ საოცარი ელფერი დაჰკრავს, რაც განპირობებულია კრისტალ ოლოვინის სიჭარბით, რომელიც დალექილია პლაჟის ქვიშაზე 10 000 წლის წინათ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ეს ნაწილაკები უფრო მძიმეა, ვიდრე ვულკანური წარმოშობის სხვა ქანები და რაც უფრო მეტ მსუბუქ ნაწილაკებს გადარეცხავს ზღვა, მით უფრო მკვეთრი ფერის ხდება პლაჟი.



"ცისარტყელას პლაჟი", ავსტრალია


imageimage

სხვადასხვა ფერებით აჭრელებული ცისარტყელას პლაჟი მდებარეობს ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კერძო კუნძულ ფრეიზერზე, რომელიც უდიდესი ქვიშის კუნძულია დედამიწაზე. აბორიგენების ლეგენდის მიხედვით, ერთხელ ცისარტყელას სული Yiningie ახალგაზრდა ქალიშვილის დასაცავად სასტიკ ბრძოლაში ჩაერთო ბოროტ სულებთან. ის დაიღუპა და კლდიდან გადმოვარდნილმა ნაირფრად შეღება ოკეანის სანაპირო.




პუნალუს "შავი პლაჟი", ჰავაის კუნძულები


imageimageimage

ამ გასაოცარ პლაჟზე ქვიშა აბსოლუტურად შავი ფერისაა. პუნალუ ითვლება ყველაზე შავ პლაჟად დედამიწაზე. ქვიშის ფერი განპირობებულია ლავის ნაკადებით, რომელიც ოკეანის ტალღებით ცივდებოდა. დროთა განმავლობაში წყალმა გადარეცხა ზედმეტი ქანები და მკვრივი მყარი ბაზალტი წვრილ ქვიშად აქცია.




"დახურული პლაჟი" მექსიკაში


imageimage

პლაჟი მდებარეობს მარიეტასის კუნძულზე, რომელიც 2008 წელს იუნესკომ მნიშვნელოვანი ბიოსფერული ნაკრძალების სიაში შეიტანა. ეს სტატუსი მას მიენიჭა უნიკალური გამოქვაბულების, მიწისქვეშა გვირაბების და მრავალფეროვანი ზღვის სამყაროს, მათ შორის დელფინების და მარჯნის უნიკალური სახეობების არსებობის გამო.




"იურული პერიოდის პლაჟი"


imageimageimage

იურული პერიოდის პლაჟი მდებარეოობს ინგლისის საგრაფო დასავლეთ დორსეტში. რა თქმა უნდა, აქ არ არიან დინოზავრები, მაგრამ სანაპირო კლდეებზე დიდი რაოდენობითაა უძველესი მტაცებელი მოლუსკები ამონიტები, რომელთაც ძლიერად განვითარებული ნიჟარა აქვთ. იუველირები ამონიტებს სამკაულების გასაკეთებლად იყენებენ, მაგრამ პლაჟზე ისინი ითვლება ნაგვად, რომელიც უნდა მოაცილო. უამრავი ტურისტი სიამოვნებით ასრულებს მენაგვის როლს, აგროვებენ რა სუვერინებად ამ გაქვავებულ მოლუსკებს.

4
751
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
751
  
2014, 6 აგვისტო, 19:53
მეც ეგ გავიფიქრე, რომ ვწერდი:)
2014, 6 აგვისტო, 19:51
კაია:-) :-) სიამოვნებით წავიუდოდი ვარდისფერ პლაჟზე:P
2014, 5 აგვისტო, 20:46
აჰა:)
2014, 5 აგვისტო, 20:42
რა სილამაზეა
0 1 4