x
მეტი
  • 21.09.2024
  • სტატია:137156
  • ვიდეო:351963
  • სურათი:511241
რელიგიის თავისუფლება და კრიტიკა

რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ადამიანის
სიცოცხლისათვის საზრისის მინიჭებაა, წერს ნეილ სმელზერი, შეიტანეთ ეჭვი ადამიანების
რელიგიურ რწმენაში და თქვენ შეეხებით მათ ყველაზე სანუკვარ აზრებს სამყაროში ადამიანის
დანიშნულების შესახებ. ჰერარდ ლენსკის განსაზღვრებით რელიგია აღნიშნავს „რწმენათა სისტემას
იმ ძალების არსის შესახებ, რომლებიც, საბოლოო ჯამში წარმართავენ ადამიანის ბედს და
მასთან დაკავშირებულ რიტუალებს, რომლებსაც ასრულებენ გარკვეული ჯგუფის წევრები“. ზოგადად
რომ შევაფასოთ, რელიგიის დეფინიციას რწმენამდე მივყავართ, რომ არა რწმენა, გაქრებოდა
რელიგიის არსი, ადამიანთა დიდი ნაწილი იქნებოდა დეზორიენტირებული დროსა და სივრცეში.



რელიგიის კრიტიკა იწყება მისი, როგორც ორგანიზაციის,
ტიპებად დაყოფით. ესენია: ეკლესია, სექტა, დენომინაცია და კულტი.


პირველი ტიპი უფრო ფართოა და საზოგადოებაში ვარირების
საშუალება აქვს. სოციუმი ერთგულია ეკლესიის, შესაბამისად მასთან მტკიცე კავშირს ამყარებს
და ცდილობს მისი ინტერესების დაკავშირებას საკუთართან. სახელმწიფო წარმოუდგენელია რელიგიის
გარეშე, რაც ნიშნავს რომ ეკლესია ხალხის დამაკავშირებლის როლს ასრულებს. ამის კარგი
მაგალითია ინგლისი, სადაც მეფე-დედოფალი ანგლიკანური ეკლესიის დამცველებად გვევლინებიან.



ტროლჩმა სექტა განსაზღვრა, როგორც მეინსტრიმის, ამ შემთხვევაში
ეკლესიის, უარმყოფელი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ეთანხმება ან არ იზიარებს
ეკლესიის გარკვეულ მოთხოვნებს ან რიტუალებს. სექტები ის მცირე ჯგუფებია, რომლებიც ეკლესიისგან
უარყოფილ რიტუალებს გარდაქმნიან და საკუთარი დოგმების ჩამოყალიბებით ქმნიან ახალ მოძღვრებებს.


მესამე ფორმა - დენომინაცია უფრო შუალედურია სექტასა
და ეკლესიას შორის დგას. მისი დამახასიათებელი ნიშანია რელიგიური მოძღვრებების გამრავლებისკენ
სწრაფვა. დედნომინაციები საზოგადოებასთან ნეიტრალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ეკლესიები
კი საზოგადოებისგან მორჩჩილებას ითხოვენ. დენომინაციები ერთმანეთის კონკურენტები არიან
რაც მრავალმხრივ შიდა დისპუტებს იწვევს. პროტესტანტული დენომინაციის მაგალითებია: ბაპტისტები,
პრესვიტარიანელები, კონგრეგაციონალისტები და სხვა. შესალებელია დენომინაცია ჩამოყალიბდეს
სექტის საფუძველზე. მაგ: მარტინ ლუთერი, რომელიც კათოლიციზმს აღუდგა, ამტკიცებდა რომ
ადამიანები ქრისტიანი პაპის ინდულგენციით კი არა, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი
სინანულით მოიპოვებენ ხსნას. მან უარყო პაპის როგორც ამქვეყნად „ქრისტეს ნაცვალის“ასევე
საეკლესიო მოძღვრის, როგორ მორწმუნესა და ღმერთს შორის შუამავლის ავტორიტეტი, მოუწოდებდა
ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისკენ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით. „ქრისტიანობის
თავისუფლების შესახებ“ ის თავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან,
როგორიცაა მარხვა, მომლოცველობა, აღსარება, წმინდანთა თაყვანისხემა. ზედმეტად მიაჩნდა
ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოთაგან მხოლოდ ორს
- ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა. 95 თეზისი რომელიც მარტინ ლუთერმა გამოაქვეყნა
XVI
ს-ში დენომინაციის სექტად
გარდაქმნის პირველი გამოძახილი იყო. დღესდღეობით კი ლუთერიანობა ოფიციალური რელიგიაა.



კულტი სექტის უკიდურესი ფორმაა, რომელიც ეკლესის კრიტიკით
რადიკალური ცვლილებებისკენ აკეთებს ინდივიდთა აგიტაციას.


სად იწყება რელიგიის თავისუფლება? - თუ ამ შეკითხვაზე პასუხი რელიგიის როგორც ორგანიზაციის
ტიპოლოგიაში ძევს მაშინ მათ შორის დისპუტის გადაჭრა საკითხს ნათელს გახდიდა. თუმცა
რელიგიის თავისუფლებას სახელმწიფომდე მივყავართ. არსებობენ ქვეყნები სადაც რელიგიასა
და სახელმწიფოს კავშირი გამიჯნულია. მაგ: ირლანდია, სადაც ბატონობს კათოლიკური ეკლესია,
აკრძალულია ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით ვაჭრობა, მაგრამ არსებობს რიგი კერძო ორგანიზაციები
სადაც ეს საშუალებები ხელმისაწვდომია. ასევე საფრანგეთსა და იტალიაში ქალებს შეუძლიათ
აბორტების გაკეთება, თუმცა ეს აკრძალულია კათოლიკური ეკლესიის მიერ. სახელმწიფოთა უმრავლესობა
ადამიანთა სულიერ ჯანმრთელობას უარყოფს და გადევნის მათ, სადაც რელიგიის თავისუფლება
იზღუდება.


ახლო წარსულში აღსანიშნავია კაპიტალიზმის განვითარება,
რომელმაც საგრძნობლად შეამცირა რელიგიის თავისუფლება, მიმართა რა ადამიანი ფუფუნების
დაგროვებისკენ და ჩამოაშორა ისინი ეკლესიას.


რელიგია არსებობს რათა ადამიანებს დაეხმაროს შეიმსუბუქონ
შიშები და საზრისი მიანიჭონ თავიანთ ცხოვრებას. მუდამ იარსებებს კრიტიკა რელიგიის მიმართ,
რადგან ეს არის მრავალფუნქციური სტრუქტურა, რომელიც თვითგადარჩენას ადამიანთა დახმარებით
აღწევს.








ხატია ვაჭარაძე


0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ხატიავაჭარაძე
ხატიავაჭარაძე
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0