ფოტოგრაფია ვარსკვლავებიანი ცის არაჩვეულებრივი სილამაზე, ანუ პლანეტების პანორამა 2014, 3 აგვისტო, 21:36 როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი მშობლიური პლანეტა დედამიწა გამუდმებით მოძრაობს. ამერიკელმა ფოტოგრაფმა ვინსენტ ბრედლიმ შექმნა გასაოცარი მოწყობილობა 4 ვიდეოკამერისაგან, რათა მოძრაობაში გადაეღო ვარსკვლავებიანი ცა ღამით. ვნახოთ, რა გასაოცარი და არნახული სილამაზის ფოტოსურათები გამოუვიდა მას.
![]() ვინსენტ ბრედის მოწყობილობა შედგება 4 კამერისაგან, რომელთაგან თითოეული ერთი წუთის დაყოვნებით იღებდა კადრებს აკუმულიატორის მუხტის სრულ ამოწურვამდე. საერთოდ ეს გრძელდებოდა 3 საათის განმავლობაში, გადაღებული კადრები ქმნიდა უჩვეულო პანორამას. ![]() სურათზე ჩანს ვარსკვლავები, რომლებიც ბრუნავენ პოლარული ვარსკვლავის ირგვლივ. ![]() პოლარული ვარსკვლავი ზეგიგანტური ზომისაა. ის არის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი კაშკაშა და მანათობელი ვარსკვლავი. დედამიწისგან პოლარული ანუ ცისკრის ვარსკვლავი დაშორებულია 434 სინათლის წლით. ![]() სინამდვილეში პოლარული ვარსკვლავი წარმოადგენს სამი ვარსკვლავისაგან შემდგარ სისტემას. სისტემის ცენტრში მდებარეობს პოლარული ვარსკვლავი A, რომელიც მზეს 4, 5-ჯერ აღემატება ზომით და 2000-ჯერ სიკაშკაშით. ![]() პოლარული ვარსკვლავი ყოველთვის იმყოფება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ჰორიზონტის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში. ამიტომ ის ხშირად გამოიყენება ადგილის ორიენტაციისათვის. ![]() ახლა კი გთავაზობთ ვარსკვლავებიანი ცის ულამაზეს და განსაცვიფრებელ ფოტოებს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() და ბოლოს, ბონუსად მინდა შემოგთავაზოთ შესანიშნავი, საოცრად შთამბეჭდავი ვიდეო, გადაღებული ვინსენტ ბრედის მიერ. 95 6-ს მოსწონს
|