x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
გრემ ჰანტერის წიგნიდან: როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში "რამ შექმნა მესი" ნაწილი 3
მესი იუნიორთა გუნდში მაშინ ჩაირიცხა, როცა იქ საუცხოო ჯგუფი - ჟერარ პიკე, ვიქტორ სანჩესი, სესკ ფაბრეგასი, ვიქტორ ვასკესი და მარკ ვალიენტე თამაშობდა. გამარჯვება მათ ძვალ-რბილში ჰქონდათ გამჯდარი, ხოლო გაზრდილი მესის საფეხბურთო "სრულწლოვანებამ" მის უკვე ნორმალიზებულ ფიზიკურ ზრდასაც გაუსწრო.
ამას იოლად როდი მიაღწია. როცა პიკე მას გასახდელში პირველად შეხვდა, მან თქვა: "ეს პატარა ბიჭი ჩვენთან ითამაშებს? ის ჩემს უმცროს ძმას მაგონებს.
ფაბრეგას ხშირად გაუხსენებია, რომ თავიდან მესი მუნჯი ეგონა.


image

თუმცაღა თითოეული მათგანი მუდამ დასძენს - როგორც კი მესიმ ბურთი მიიღო, ყველანი მის "მსახურებად" იქცნენ.
ყველანი - ვიქტორ ვასკესის გარდა.







image


ვასკესი იუნიორთა გუნდის გამორჩეული მოთამაშე იყო და კარიერას "ბარსაში" გააგრძელებდა მისთვის საშინელ ტრავმებს რომ არ შეეშალა ხელი. ის და მესი ერთმანეთს გოლების გატანაში ეჯიბრებოდნენ და, პიკეს თქმით, ზოგჯერ მთელი თამაში განმავლობაში მხოლოდ ეს წყვილი იყოფდა ბურთს, რომელსაც ვერც ერთი გუდის ფეხბურთელი ვერ ეკარებოდა.
მესისთან ინტერვიუს ჩაწერისას მისი სათამაშო სტილისა და თანმდევი საფრთხეების შესახებ დავუსვი კითხვა, უკვე დაახლოებით 20 წელია, ფეხებში ურტყამენ, ხშირად - სრულიად უმოწყალოდ. ბევრჯერ თუ გინახავთ, რომ ამისთვის სამაგიერო გადაეხადოს? ან წონასწორობა დაეკარგოს? ან მინდორზე ბრძოლისთვის თავი აერიდებინოს?
აი, რა მიპასუხა თავის ქცევასთან დაკავშირებით: " ჩემს ხასიათში ღრმად ჩამალული რაღაც მიბიძგებს იმისკენ, რომ დარტყმები მივიღო და გამუდმებით ვიბრძოლო გამარჯვებისთვის. ყოველთვის მქონდა იმის უნდარი, რომ წაქცევის შემდეგ ფეხზე დავმდგარიყავი და თამაში გამეგრძელებინა. უკვე შევითვისე ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მოედნის სწორედ იმ მონაკვეთში უხეშობს სადაც მე მიწევს თამაში. ჩვეულებრივ, ამას განზრახ არ სჩადის.


და მაინც, იმ პერიოდში, როდესაც შეუდარებელი "იუვენილი" თითქმის 4 წლის განმავლობაში დაუმარცხებელი რჩებოდა, ერთ-ერთი მატჩის დროს პიკე წონასწორობიდან გამოიყვანა "დამის" ფეხბურთელთა უხეშობამ, რადგან ამის შედეგად მესი კინაღამ გამოითიშა თამაშიდან. პიკემ მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ორ ფებურთელთან ანგარიშსწორება სცადა და მეგობრის დაცვისთვის მოედნიდან გააძევეს.
მათი ასეთი ურთიერთობა მტკიცე მეგობრობად ჩამოყალიბდა. როცა 2011 წლის ზაფხულში პეპ გუარდიოლამ გუნდში სესკ ფაბრეგასი დააბრუნა, იქ მას არა მარტო საუკეთესო მეგობარი პიკე, არამედ მესიც დახვდა, რის შედეგადაც უდიდესი გუნდი საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

image


"კამპ ნოუს" მახლობლად მდებარე ძველ მაზიაზე ცხოვრებას სიძნელე ახლდა, ბიჭები (რომელთა შორისაც ინიესტა, ვალდესი და თავად მესი იყვნენ) მხიარულად დროის ტარების საშუალებასაც პოულობნენ.
მესი და მისი მეგობრები სათვალთვალო კამერების გვერდის ავლით შეიპარებოდნენ ხოლმე მინდორზე, რომელიც ლა-მაზიასა და "კამპ ნოუს" ჩრდილოეთ ტრიბუნას შორის მდებარეობს. ისინი ვერ უძლებდნენ ცდუნებას, რომ ღამით ეთამაშათ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას ეს აკრძალული ჰქონდა, და ბიჭები ქუჩის განათების მქრქალი შუქით კმაყოფილდებოდნენ.
ერთ ღამეს "ბარსას" საკალათბურთო გუნდის იმედის მომცემი მოთამაშე აზიერი მესის გუნდს შეუერთდა და თავისი აზარტული ბუნება გამოამჟრავნა, თუმცა - არა ოსტატობა. მესის მასზე თითქმის ორჯერ მაღალი "ზენგო" მეურვეობდა და ერთ-ერთ მომენტში, ბინდბუნდში იმას მიხვდა, რომ ბურთი პირდაპირ არგენტინელის წინ დავარდებოდა, რაც გარღვევაზე გასვლის საშუალებას მისცემდა. კალათბურთელი მესის ფეხებში ჩაუვარდა და ტერფის ისეთი ტრავმა მიაყენა, რომ თამაში უმალ შეწყდა.
ეს საშნელება იყო, მაგრამ როსარიოში გამომუშავებულმა ქუჩურმა ინსინქტმა თავისი ქნა. ბიჭებმა ის ლა-მაზიაში გადაიყვანეს, დაცვის სამსახურსაც წარმატებით აუარეს გვერდი და თანაგუნდელს მთელი ღამე ყინულით მკურნალობდნენ, მეორე დილას მესი ვარჯიშზე გამოვიდა და რამდენადაც შეეძლო ცდილობდა შეენიღბა კოჭლობა, ამიტომ ნელა მოძრაობდა ხოლო პირველივე პასის მიღებისას მინდორზე დაეცა, თითქოს ტერფი სწორედ იმ მომენტში დაიზიანა. წინაღამის ცელქობა გაუმჟღავნებელი დარჩა, რამდენიმე დღეში ფეხიც დაუცხრა და სრულიად გამოკეთდა.
იმის შესახებ თუ როგორ იქცა "ბარსელონასთვის" 2000 წლის დეკემბერში არცთუ ისე სასურველი ბიჭუნა პირველი გუნდის დებიუტანტად სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, ყველაზე მკაფიოდ მეტყველებს ეპიზოდი, რომელიც ე.წ. "ნიღბების გათამაშების" შეჯიბრებაზე მოხდა.
იმ სეზონში "კადეტთა" გათამაშების A დივიზიონში ალექს გარსიას გუნდი ირიცხებოდა. რომელიც მთელი სეზონი დაუმარცხებლად ასპარეზობდა. "პირველი კვირის განმავლობაში, გუნდის მოთამაშეთა უმცროს ძმას ჰგავდა და ყველა მის პატრონობას ცდილობდა, - იხსენებს გარსია. - გუნდში პიკე, სესკი, ვასკესი და მესი გამოირჩეოდნენ. ინისი უკვე მაშინ განსაკუთრებული ნიჭიერებით, მოწიფებულობით, 22 წლის ასაკის ფეხბურთელებს უტოლდებოდნენ, თუმცა 15-16 წლისანები იყვნენ.
სეზონის დასასრულს, ლიგის ტიტულის გადამწყვეტ მატჩში "ესპანიოლს" ხვდებოდნენ. "ბარსამ" გაიმარჯვა, მაგრამ ამ თამაშის დროს მესის მოწინააღმდეგესთან შეჯახება მოუვიდა და ძლიერი დარტყმისგან ყბა მოიტეხა. დაუონებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რვა დღის შემდეგ "ბარსელონა" კვლავ უნდა შეხვედროდა თანაქალაქელთა გუნდს ჭაბუკთა შორის კატალონიის თასის საფინალო მატჩში. ამ შეხვედრაში მესის მონაწილეობა დაუშვებელი იყო, მაგრამ ის ამას იხვეწებოდა.
იმ სეზონში ცოტა ხნით ადრე მსგავსი ტრავა კარლეს პუიოლსაც გადაეტანა და სახის ნიღბის სპეციალისტს, რომელსაც პუისთვის დამცავი ნირაბი დაემზადებინა, ის კვლავაც შენახული ჰქონდა. მესის თამაშის ნება დართეს, ოღონდ უმკაცრესად გააფრთხილეს, რომ ეს ნიღაბი უნდა გამოეყენებინა - თუმცა ამ პირობებითაც ასპარეზობა დიდ რიკს შეიცავდა. 2003 წლის 4 მაისს, კვირას გამართული პირველი ტაიმის მეშვიდე წუთზე მესიმ სათადარგოთა სკამისკენ მიირბინა, მწვრთნელს შესჩივლა, რომ ნიღბით თამაშს ვერ ახერხებდა, რადგან ძალზე იოფლებოდა და ვერაფერს ხედავდა, სახიდან მოიგლიჯა და მოისროლა. ვიდრე მინდორზე მის შეცვლას მოასწრებდნენ გოლიც გაიტანა. ცოტა ხანში მეორეც მიაყოლა. "ბარსამ" 4:1 გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის მიწურულს პიკე, ისევე როგორც ესპანიოლის მწვრთნელი, მოედნიდან გააძევეს. ასე დასრულდა სეზონი, რომელშიც გუნდმა ყველა ჯოლდო მოიგო და დაუმარცხებლად დაამთავრა, ხოლო მესიმ 40 გოლი გაიტანა, ეს მოგებული მატჩი ასევე ბოლო აღმოჩნდა, რომელშიც მესიმ სესკ ფაბრეგასთან ერთად ითამაშა, ვიდრე 7 წლის და დაახლოებით 40 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ "კამპ ნოუზე" სუპერთასს მოიგებდნენ.
გარსიამ იმ სახიფათო შემთხვევასთან დაკავშირებით გაიხსენა" " მესი დიდი სიამოვნებით ატარებდა ნიღაბს ვარჯიშზე, "გეფიცებით, ბოსს, არანაირი პრობლემა არ არის" ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ვიცნობდი. მერე კი, მატჩის დროს, სკამთან მოირბია ნიღაბი ჩემკენ მოისროლა და მითხრა რომ ნორმალურად ვერ ხედავდა. დავუყვირე: "სხვა გზა არ არის, თავს საფრთხეში იგდებ!"
"20 წუთი მაინც მათამაშე, - შემეხვეწა, - მერე კი შემცვალე".
ამ 20 წუთში ბიჭმა ორი გოლი გაიტანა, უნიღბოდ, ყოველწუთას იყო საშიშროება, რომ მაგრად დაშავებულიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 16 წლის იყო, უკვე მაშინ საოცრად გვჯეროდა მისი.
"მახსოვს როგორ ვთამაშობდი ფინალში პუიოლის ნაქონი ნიღბით-იგონებდა მესი წლების შემდეგ. თუ არ ვცდები, პუი მისი ტარების გამო არ წუწუნებდა, მაგრამ მახსოვს, როგორც კი ბურთი მივიღე, ძირს დავიხედე და ვერაფერი დავინახე. ჰოდა მივიხედ-მოვიხედე, მოვიძრე და სკამისკენ მოვისროლე".

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0