x
image
beko777
Mediator image
ნუცა ბუზალაძის დახურული ფართი - "ნუცაობა - 1"
imageერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც 17 წლის ახალი, ქართველი ვარსკვლავის ნუცა ბუზალაძის „იურმალაზე“ მიღწეული გამარჯვების ეიფორია ოდნავ მინელდა და ხალხიც ნელ-ნელა, ცნობიერებაში ამ პატარა გოგონას ქართული ესტრადის დიდ მომავალ ვარსკვლავს უკვე ნათლად ხედავს. თავად მომღერალი სულაც არ კმაყოფილდება უკვე მიღწეულით და თავის პროდუსერებთან - მამულიჩასა და ლელა წურწუმიასთან ერთად ახალ-ახალ და თამამ გეგმებს აწყობს, კარიერის მომავალში განვითარებისთვის, ფიქრები ახალ კონკურსებზე, ფიქრები ნუცას, როგორც პროდუქტის შეფუთვაზე და ა.შ.


ამასობაში დადებითი ემოციებისგან დატვირთულმა ნუცამ, სიურპრიზი მოაწყო და თავისი ყველაზე უახლესი მეგობრები ერთად შეკრიბა, - ადგა, უბრალოდ მოუხმო მათ და 1 აგვისტოს ღამეს ევროპის მოედანზე ერთად შეაქუჩა :) კლუბ „ნინეში“ - ანრი ჯოხაძე, ლელა წურწუმია, რუსა მორჩილაძე, კახა კუხიანიძე, სალომე გოგიაშვილი, აჩიკო მეფარიძე, კახა მიქიაშვილი, ხატია შამუგია თავის შვილთან ერთად (რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ სუფთა პატარა გურამიკოა) და ნუცას მეგობრები სხვადასხვა პროექტებიდან.


10 საათზე დაგეგმილი სიურპრიზ-საღამო ტრადიციული (!) ქართული ფორმატით დაიწყო და გაჯაზებას 12 საათიდან შეუდგა, მანამდე კი, როგორც ხდება ხოლმე - ერთად ყოფნას მონატრებულმა ვარსკვლავეთმა ჭორაობას მისცა თავი, მიკითხ-მოკითხვები, აზრთა გაცვლა-გამოცვლები, სელფების უდოზოდ და უზომოდ დიდი რაოდენობა :D და სასმელი... ნუცას სიხარული და ნუცას გამარჯვება კი, 12 საათის შემდეგ ბლიც-კონცერტით აღინიშნა, მხიარული მასპინძელიც კმაყოფილი დარჩა და მხიარული სასტუმრეთიც :)


image


image

image

image

image

image

0
810
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
810
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0